ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე ყველა მედალი გათამაშდა
ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე ყველა მედალი გათამაშდა
21.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ძიუდოს აკადემიაში დღეს, საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ასპარეზობის ბოლო დღეს, მედლების 3 კომპლექტი გათამაშდა.


ჩემპიონატისთვის, რომლის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ძიუდოს ფედერაციის YOUTUBE არხით იყო შესაძლებელი, ყველაზე საინტერესო დღე, მონაწილეთაგან გამომდინარე სწორედ  დღეს აღმოჩნდა. -90კგ წონით კატეგორიაში, დარეგისტრირებულ 36 მონაწილეს შორის იყვნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი (თუმცა მას არ უასპარეზია), გიორგი პაპუნაშვილი. არანაკლებ საინტერესო შემადგენლობამ მოიყარა თავი, -100კგ წონით კატეგორიაში, სადაც, 31 მონაწილეს შორის იყვნენ - ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე, ილია სულამანიძე... მხოლოდ, 16 სპორტსმენი იყო დარეგისტრირებული +100კგ წონით კატეგორიაში, რომელთა შორისაც  გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილიც იყვნენ.




მოლოდინმა გაამართლა. -90კგ წონით კატეგორიაში, ლუკა მაისურაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი გავიდნენ. გიორგი პაპუნაშვილისა და მიხეილ ბექაურის დაპირისპირება მცირედი ხნით შეჩერდა კიდეც. პაპუნაშვილს კისერზე ფიქსატორი დაადეს. ამის შედეგ, ბრძოლას, ორი შიდოთი აგებდა, თუმცა, დამატებით დროში, იპონით მოიგო და ფინალში გავიდა სადაც, ლუკა მაისურაძეს დაეჯახა. თავის მხრივ, ლუკას, ფინალამდე, ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ავთანდილ ჭრიკიშილის დამარცხება მოუხდა, რომელმაც საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც წააგო და საბოლოოდ, მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.


-90კგ

1. ლუკა მაისურაძე (ხაშური)

2. გიორგი პაპუნაშვილი (გორი)

3. უშანგი მარგიანი (სამტრედია)

3. იმედა გოგოლაძე (ლაგოდეხი)




-100კგ წონით კატეგორიაში, ონისე სანებლიძემ 1/2  ფინალში, გიორგი ბერიაშვილის იპონით მოუგო და ფინალში, ნაკრებში თანაგუნდელ ილია სულამანიძეს გადაეკვეთა. თუმცა, ფინალი, რომ სწორედ ეს იქნებოდა, ძიუდოს გულშემატკივართა და სპეციალისტთა უმეტესობა თავიდანვე თანხმდებოდა. სპორტსმენებს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში საყაიმო, 1-1 იყო. 2019 წელს, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში სანებლიძემ სულამანიძის დამარცხება მოახერხა. 2021 წელს,  თელ-ავივის გრან სლემზე კი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წააგო. შესაბამისად, საქართველის 2021 წლის ფინალიც დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა, სადაც, გოლდენ სქორის დაწყებიდან 4'25'' ილია სულამანიძემ ვაზარით მოახერხა გამარჯვება.


-100კგ

1. ილია სულამანიძე (ტყიბული)

2. ონისე სანებლიძე (თბილისი)

3. ომარ საური (გორი)

3. გიორგი ბერიაშვილი (გარდაბანი)




თავშივე განსაზღვრული იყო, თუკი რამე დაუგეგმავი არ მოხდებოდა, +100კგ-ის ფინალური წყვილიც. ქვეყნის საუკეთესოს გამოსავლენად მძიმეწონოსნებში ფავორიტები საბან ინანეიშვილი და გელა ზაალიშვილი იყვნენ.  თუმცა, ფინალური დაპირისპირება არ შედგა, რადგან 1/2 ფინალურ შეხვედრაში, გელა ზაალიშვილმა ფეხის ტრავმა მიიღო, გამარჯვებული კი საბა ინანეიშვილი გახდა.


+100კგ

1. საბა ინანეიშვილი (ქუთაისი)

2. გელა ზაალიშვილი (თბილისი)

3. ონისე ბუღაძე (თბილისი)

3. გიორგი ქავთარაძე (თბილის




და ბოლოს საქართელოს ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები, 1 წლის მანძილზე, 1 ადგილილ - 700, 2 ადგილი- 500 და 3 ადგილი - 300 ლარიანი სტიპენდას მიიღებენ.



ძიუდოს ფედერაციის ფოტოები