3 ქართველი კიევის სართაშორისო ტურნირის ფინალშია
3 ქართველი კიევის სართაშორისო ტურნირის ფინალშია
23.02.2018
ავტორი:

დაემატებიან თუ არა ფინალისტებს გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და დათო მარსაგიშვილი ხვალ გაირკვევა. წონით კატეგორიებში, წინასწარი ორთაბრძოლები, რომელშიც ხსენებული სპორტსმენები, ორი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და წონაში გადასული ოლიმპიური და მსოფლიო პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი ასპარეზობენ, სწორედ, ხვალ, 24 თებერვალს ჩატარდება.

მანამდე დღევანდელი დღე ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მოჭიდავეებისთვის. ჯერ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ნახევარფინალში თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ) და ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი (65) გავიდნენ. მოგვიანებით,  ვანიშვილმა, უკრაინელ ვალენტინ ბლიასეტსკი დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ხინჩეგაშვილი კი, პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან დამარცხდა.

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან წაუგებლად ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილი (82 კგ) იჭიდავებს,. ½ ფინალში, წურწუმია აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა. თუმცა, ორივე სპორტსმენი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ წონით კატეგორიაში ნაკლები მოჭიდავე ასპარეზობდა, ეტაპი, წრიული სისტემით ჩატარდა. შედეგად, წურწუმიამ მას შემდეგ, რაც თავის ბადეში, ყველა ბრძოლა მოიგო, ხვალ ფინალში, კვალვ აზერბაიჯანელს დაუპირისპირდება.  

სხვა ნახევარფინალებში კი, შმაგი ბოლქვაძემ უკრაინელი არტურ პოლიტაევი,  ხოლო დათუნაშვილმა  სომეხი მეტოქე, ედვარდ სარგსიანი დაამრაცხეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ფინალური შეხვედრები აღნიშნული წონით კატეგორიებისათვის კი ხვალ 24 თებერვალს 20:00 საათიდან გაიმართება.