
ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, ტრავმისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, საშეჯიბრო ცხოვრებას დაუბრუნდა. გოლოვინამ, 18-დან 21 ნოემბრის ჩათვლით, ბაქოში გამართულ მსოფლიოს 35-ე ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.
„მეგონა, რომ ამ მსოფლიოზე ვერ გამოვოდოდი, რადგან კოჭზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ივლისიდან არ მივარჯიშია. მერე, კოვიდიც გადავიტანე, რის შემდეგ მალევე დავიწყე ვარჯიში, მაგრამ სამწუხაროდ, მკურნალობას დრო სჭირდებოდა. ვარჯიშსთვის მქონდა, მხოლოდ 2 კვირა და ისიც არასრულყოფილი. შეჯიბრზე ბაქოში, კომბინაცია, პირველად შევასრულე და ისიც, შეჯიბრის წინა დღეს ბაქოში ვივარჯიშე. სამწუხაროდ, დავუშვი ისეთი შეცდომები და ეს არასრულყოფილი ვარჯიშის ბრალია, რომელმაც ფინალში ასპარეზობის უფლება არ მომცა. თუმცა, რომ იტყვიან, მადა ჭამაში მოდის. ბაქოში, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ახალი ტრავმა არ მიმეღო, მაგრამ მერე, ფინალში ბრძოლაც მომინდა", - ამბობს ლუბა გოლოვინა, TSFF.GE-სთან.
ქართველი ბატუტზე მხტომელიც, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საორგანიზაციო რგოლის კურიოზული დაუდევრობის გამო არ მოხვდა და სპორტსმენმა მორიგ ოლიმპიადაზე ასპარეზობისა და წარმატების შანსი ხელიდან გაუშვა ტრავმის შემდეგ, აქტიურ სპორტში ბრუნდება. ბაქოში კი, ის საქართველოს 33 სხვა ქვეყანასთან ერთად წარმოადგენდა.






ჩვენ








