
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ქალთა გუნდურ პირველობაზე ზედიზედ მესამედ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი სლოვენიის კურორტ თერმე ჩატეჟში, შვევიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.
პირველ ადგილზე 18 ქულით რუსეთის ნაკრები გავიდა, ჩვენებმა 15 ქულით მოიპოვეს ვერცხლის მედალი, ხოლო III - IV ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდგნაირად განაწილდნენ: 3- აზრბაიჯანი, 4- უკრაინა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის ლიდერების ნანა ძაგნიძის და ლელა ჯავახიშვილი ბრწყინვალე თამაში. ორივე მათგანმა პირად დაფაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და მცირე ოქროს მედლები მოიპოვეს.
![]() |
![]() |
აღსანიშნავია ასევე, რომ ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ქართველმა ქალებმა დიდი ანგარიშით 3,5-0,5 საბერძნეთის ნაკრები „გაანადგურეს" და ერთი ტურით ადრე გაინაღდეს მეორე საპრიზო ადგილი. სადაც, დასკვნით ტურში ფრანგი მოჭადრაკეები დაამარცხეს. გუნდს, გამარჯვების ქულა სოფიო გვეტაძემ მოუტანა.
1. ნანა ძაგნიძე (2524) - 5,5 ქულა 7-დან; რეიტინგის მატება +13,3
2. ლელა ჯავახიშვილი (2446) - 6 (8); +13,7;
3.მერი არაბიძე (2441) - 4,5 (9); -11,8
4.სალომე მელია (2371) - 3(7); -10,3
5.სოფიო გვეტაძე (2302) - 3,5 (5); +4,1.
კაპიტანი - დავით ჯოჯუა; მთავარი მწვრთნელი- ელიზბარ უბილავა.

ბოლო ტურამდე ლიდერთა ჯგუფში იმყოფებოდა და საპრიზო სამეულისთვის იბრძოდა ვაჟთა ნაკრები. სამწუხაროდ, დასკვნით ტურში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ პოლონეთის ნაკრებთან განცდილმი მარცხით ქართველი ვაჟები, საბოლოოდ მე-11 ადგილზე გავიდნენ.
გუნდის ყველა წევრმა მაქსიმალურად იბრძოლა და საკუთარ ელო-რეიტინგს დამატებითი ქულები შესძინა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ლუკა პაიჭაძის და ლევან ფანცულაიას კარგი თამაში. ორივე მათგანმა დამარცხების გარეშე განვლო ტურნირი!
ვაჟთა გუნდი:
1.ბაადურ ჯობავა (2582) - 4 (9); +5,6;
2.თორნიკე სანიკიძე (2458) - 2 (6); +6,4;
3.ლუკა პაიჭაძე (2551) - 5,5 (9); +14,9;
4.ლევან ფანცულაია (2571) - 4 (6); +7,7;
5.გიგა ყუფარაძე (2475) - 2,5 (6); +1,6;
კაპიტანი / მთავარი მწვრთნელი - ზურაბ სტურუა;
ევროპის გუნდური ჩემპიონატზე პირველობა, უკრაინამ და საფრანგეთმა გაინაწილეს, დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტული უკრაინამ დაისაკუთრა. II-IV ადგილები გაიყვეს და კოეფიციენტებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3 -პოლონეთი, 4-ესპანეთი.





ჩვენ










