ბორჯღალოსნები | ფიჯისთან უფრო ახლოს
ბორჯღალოსნები | ფიჯისთან უფრო ახლოს
22.11.2021
ავტორი: რაგბის კავშირი

მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა და რადგან სანაკრებო თამაშები დასრულებულია, წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება.

20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან 15:15 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა 0,29 სარეიტინგო ქულა მიიღო, ამდენივე დააკლდა ფიჯის და შესაბამისად, გუნდებს შორის სხვაობა შემცირდა. ამჟამად საქართველოს ჯამში 74,02, ხოლო მე-11 პოზიციაზე მყოფ ფიჯის 76,32 ქულა აქვს.


2021 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა 8 თამაში გამართეს - რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოიგეს ხუთივე და მე-13-ედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებული; ერთი ფრედ დაასრულეს (ფიჯისთან) და დათმეს ორი - მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან პრეტორიაში 9:40 და საფრანგეთთან ბორდოში 15:41.


რეიტინგში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, რომელმაც ოლ ბლექსის მარცხებით ისარგებლა. ევროპულ ნაკრებებს წარმატებული ნოემბერი ჰქონდათ და მათ რეიტინგში სამხრეთელები შეავიწროვეს, თუმცა პირველობა ჯერ ვერ ჩამოართვეს:


მსოფლიო რაგბის რეიტინგი 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით

  1. სამხრეთ აფრიკა - 90,61
  2. ახალი ზელანდია - 88,75
  3. ინგლისი - 87,83
  4. ირლანდია - 86,53
  5. საფრანგეთი - 85,53
  6. ავსტრალია - 83,92
  7. შოტლანდია - 83,05
  8. უელსი - 81,56
  9. არგენტინა - 80,58
  10. იაპონია - 78,26
  11. ფიჯი - 76,32
  12. საქართველო - 74,02
  13. სამოა - 73,59
  14. იტალია - 70,51
  15. რუმინეთი - 67,91
  16. ტონგა - 67,72
  17. აშშ - 66,54
  18. ურუგვაი - 66,40
  19. პორტუგალია - 65,84
  20. ესპანეთი - 65,42
  21. კანადა - 61,80
  22. ჰონკონგი - 61,23
  23. რუსეთი - 60,07
  24. ნამიბია - 59,72
  25. ჩილე - 58,41
  26. ნიდერლანდები - 57,60
  27. ბელგია - 54,86
  28. პოლონეთი - 53,81
  29. ბრაზილია - 53,31
  30. გერმანია - 53,15.....