
ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის „დინამო თბილისის" აკადემიის 11-წლამდე გუნდმა ბათუმის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. დინამოელებმა, ფინალში ვილნიუსის „ჟალგირისი" 5-1 დაამარცხეს და „ბათუმის თასთან" ერთად, ოქროს მედლები მოიპოვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები, გიორგი აბულაძემ, ანდრია ოჩიგავამ, სანდრო ბინიაშვილმა, დემეტრე დემეტრაშვილმა და ნიკა სახვაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ აკადემიელთაგან, სამი ინდივიდუალური ნომონაციის გამარჯვებულიც გახდა - საუკეთესო მეკარედ ნიკა თარაშვილი დაასახელეს, საუკეთესო მცველი ირაკლი ხვიჩია გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი, სანდრო ბინიაშვილი.
მოდით გადავხედოთ, როგორ იასპარეზეს პატარა დინამოელებმა „ბათუმის თასზე". დავით კაციას გუნდმა, პირველი შეხვედრა „კლაიპედასთან" გამართა და დამაჯერებელადაც გაიმარჯვა. 11-წლის ლიეტუველ მეტოქეს, „დინამო თბილისის აკადემიის" გუნდმა, 4 უპასუხო გოლი გაუტანა და 4-0 მოიგო. ამ შეხვედრაში, სანდრო ბინიაშვილმა და დემეტრე დემეტრაშვილმა დუბლი გაიფორმეს. ამავე საღამოს, დინამოელები კიდევ ერთ მატჩი ჩაატარებეს, რომელშიც „პორტუს ბათუმს" შეხვდნენ და აქაც, დამაჯერებლად, 3-1 მოიგეს. მორიგი დუბლი შეასრულა სანდრო ბინიაშვილმა, ერთი გოლი კი, ამჯერად, ანდრია ოჩიგავას ანგარიშზეა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მორიგი შეხვედრა, დინამოელებმა, „ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართეს და სანდრო ბინიაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით, ეს შეხვედრაც მოიგეს, 1-0. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პატარა დინამოელებს ერთი თამაში კიდევ ჰქონდათ დარჩენილი, 1/2 ფინალში მონაწილეობის უფლება, მათ, ვადამდე ადრე მოახერხეს. ჯგუფის ბოლო შეხვედრა კი, დინამოელებმა, თურქულ „რიზესფორთან" 1-3 წააგეს (გოლი ანდრია სიხარულიძის ანგარიშზეა), თუმცა, ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავეს.
1/2 ფინალში, „დინამო თბილისის" 11-წლამდე გუნდის მეტოქე თბილისური „გლდანი" იყო. შავიზღვისპირეთში გამართულ თბილისურ დერბიში, დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით, 1-0 იმარჯვეს. ფინალის საგზურის გოლი ნიკა სახვაძემ გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ 1/2 ფინალში, „ჟალგირისმა", „რიზესფორს" 2-0 აჯობა და ფინალში გავიდა. საბოლოოდ კი, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „რიზესფორი" და „გლდანი" დაუპირისპირდნენ, სადაც 0-7, თბილისურმა კლუბმა მოიპოვა.

და ბოლოს, საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2021" (BATUMI CUP-2021), რომელშიც, 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ აჭარის მთავარ ქალაქში, 2021 წლის, 19-22 ნოემბერს გაიმართა. 4 ქვეყნის 10 გუნდმა (საქართველოდან - „დინამო თბილისი", „გლდანი" თბილისი, „პორტუს ბათუმი", „საბურთალო" თბილისი, „დინამო ბათუმი", ასევე უკრაინული „აგრომატი" და ორ-ორი კლუბი თურქეთიდან „რიზესფორი" და „ბურსასფორი, ლიეტუვური „კლაიპედა" და „ჟალგირისი") ჯ. ბაკურიძის საფეხბურთო ბაზაზე ასპარეზობა ორ ქვეჯგუფად დაყოფილებმა დაიწყეს.
ფოტოები: ©აჭარისფეხბურთისფედერაცია





ჩვენ












