მარკოიშვილი: "დროა ფინალურ ეტაპზეც ვთქვათ სათქმელი"

15.08.2017
ავტორი: თაკო კაპანაძე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა მანუჩარ მარკოიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფინალურ ეტაპზე ღირსეულად ასპარეზობის დრო დადგა და პროგრამა მინიმუმი ქვეჯგუფიდან გასვლა იქნება.
“კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატზე სტაბილურად გავდივართ, მაგრამ დროა ფინალურ ეტაპზეც ვთქვათ სიტყვა და ღირსეულად გამოვიდეთ. იმედია პროგრამა მინიმუმს შევასრულებთ და ქვეჯგუფიდანაც გავალთ. რაც შეეხება თასის საქართველოში ჩამოსვლას – მართლაც საოცნებო თასია. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ამ თასის მოგების შანსი არ გვაქვს, ამიტომ მასთან თითოეული შეხება და სურათის გადაღება მართლაც საამაყოა – ოცნებებს უფრო აღვივევებს”, - თქვა მარკოიშვილმა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2017ზე 31 აგვისტოს დაიწყებს ასპარეზობას.





ჩვენ








