შერმადინი ფიბა-მ მსოფლიოს საუკეთესო 10 ცენტრში შეიყვანა
შერმადინი ფიბა-მ მსოფლიოს საუკეთესო 10 ცენტრში შეიყვანა
23.11.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

მსოფლიოს მმათველმა საკალათბურთო ორგანიზაციამ (ფიბა) გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ყურადღების ცენტრში - ცენტრები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე".


მათ შორისაა საქართველოს ნაკრების წინახაზელი გიორგი შერმადინი, რომელსაც ფიბა-ს ჟურნალისტი ასე ახასიათებს: „მწვრთნელებმა, რომლებიც შერმადინის გუნდს წვრთნიან, იციან - ბურთი ქართველ ცენტრამდე თუ მივა, ის აუცილებლად ჩააგდებს. გიორგი ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ქულებით მეექვსე იყო. ახლაც ფორმაშია და მზადაა გაუძღვეს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე".


შერმადინის გარდა ტოპ-10 ცენტრს შორის მოხვდნენ: ჯორდან ბელი (აშშ), ჟუ ქი(ჩინეთი), ოლეკ ბალჩეროვსკი (პოლონეთი), დენგ გეუ (უგანდა), ტიბორ პლეისი (გერმანია), ჟილსონ ბანგო (ანგოლა), ფურკან ჰალტალი (თურქეთი), მოჰამედ ალ სოვაილემი (საუდის არაბეთი), ისმაელ ბაკო (ბელგია).