
საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის" პრეზიდენტი და გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოს" მფლობელი ილია კოკაია დღეს საღამოს ტრაგიკულად დაიღუპა. მწვერვალ „დედა ენაზე", რომელიც, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარეობს, 65 წლის კოკაიასთვის ერთ-ერთი რიგირთი გასვლა იყო. აღნიშნულ მწვერვალს, რომელსაც ქართულ „პარამაუნტსაც" ეძახიან, სავარჯიშო ასვლებისთვის, ხშირად იყენებენ მთამსვლელები, ასევე სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლები, მათ შორის სკი-ტურის მოყვარულები, სპორტის ექსტრემალური სახეობების მიმდევრები.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ილია კოკაია, თანმხლებ პირთან, მთამსვლელ ლევან მუშკუდიანთან ერთად უკვე მთიდან ეშვებოდა, რა დროსაც, კოკაია წაიქცა, თავი ქვას დაარტყა და მიღებული ტრავმისგან ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის მზე უკვე გადასული იყო და შესაბამისად, ახლადჩამოთოვილ მთაზე, მთელი რიგი მონაკვეთები გაყინული, რის გამოც მთაზე მყოფებს წრიაპები ეცვათ, თუმცა, სამწუხაროდ, კოკაიას თავზე ჩაფხუტი არ ეფარა.

„დედა ენიდან", SOS ზარი 112-ში, დღეს, დღის მეორე ნახევაში შევიდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამაშველო ოპერაციაზე გავიდა. სამშავლელო ოპერაციაში ჩასართავად, მზად იყვნენ გუდაურის მაშველებიც, თუმცა, ამ ჯერზე მათი დახმარება არ გახდა საჭირო. ადგილზე მისულმა მაშველებმა, კოკაიას ცხედარი საავტომობილი გზამდე, ჩამოასვენეს.
ილია კოკაია, 2004 წლიდან საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება კლუბის ყველაზე დიდი წარმატებები. გუდაურში ჩატარებული ბევრი წარმატებიული ღონისძიებაც სწორედ, მის სახელს უკავშირდება.
TSFF.Ge უსამძიმრებს დაღუპილის ოჯახს.






ჩვენ








