
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატამდე, რომელიც ორ თვეში გაიმართება, ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. აქედან 4 სპარინგ-მატჩი დეკემბერში ჩატარდება, 2 კი, უშუალოდ, ჩემპიონატის დაწყებამდე, იანვარში. ამის შესახებ, გადაწყვეტილება სფფ-ს აღმასკომის ბოლო სხდომაზე მიიღეს. განცხადება, სხდომის დამთავრების შემდეგ, სფფ-ს გენმდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.
TSFF.Ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი, სავარაუდოდ 10 დეკემბრის შემდეგ, თბილისში შეიკრიბება და კოვიდ-რეგულაციების დაცვით, გაფართოებული შემდგენლობით, სრულფასოვან შეკრებას გაივლის. ამასთან, 4 სპარინგ შეხვედრაში, რომელიც თბილისში გაიმართება 16 და 18 დეკემბერს, სერბეთის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდება, 21 და 22 დეკემბერს კი, ყირგიზეთის შეხვდება.
„ევროპის ჩემპიონატამდე, ცოტა დრო რჩება. ამიტომ დეკემბერში, შემადგენლობას, მაქსიმალურად გაფართოევებულს გამოვიძახებთ. თუ ტრავმები არ იქნება, ვეცდები, 100%-ით შევაგროვო ის ფეხბურთელები, ვინც ევროპისთვის მოიაზრება. საჭიროა შეთამაშება, ტაქტიკური მონახაზის ჩამოყალიბება. მაქსიმალურად მინდა ვნახო, ვინ როგორ არის მზად. სერბეთიც, სწორედ ამ გათვლით შევარჩიეთ, რადაგნ ერთ-ერთი ტოპ გუნდია. რაც შეეხება იანვრის სპარინგებს, აქ ძლიერი ჯახი და მეტოქე არ არის საჭირო. გვინდა შედარებით იოლი თამაშები ვითამაშოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, TSFF.Ge-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, საქართველოს ფუტსალის ერონული ნაკრები, საფეხბურთო გუნდების არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ევრო 2022-ის ფინალური ეტაპი, 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდებში გაიმართება. ჩვენი გუნდისთვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ასათიანის გუნდი „დ ჯგუფში" ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნიადა ჰერცეგოვინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. სასტარტო მატჩში კი, ქართველები მეზობელ, აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.





ჩვენ








