„სამგურალი“ – „საბურთალო“ , 8 დეკემბერს, 17:00 საათზე, ქუთაისში დაუპირისპირდებიან
„სამგურალი“ – „საბურთალო“ , 8 დეკემბერს, 17:00 საათზე, ქუთაისში დაუპირისპირდებიან
24.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალტუბოს „სამგურალი" და თბილისის „საბურთალო", საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2021 წლის გათამაშების სეზონის ფინალში არიან. თასის მფლობელის ვინაობა, 8 დეკემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა, ოთხშაბათ დღეს, 17:00 არის დანიშნული, არ გგვონია, რომ წყალტუბოელ ქომაგს ქუთაისში, თამაშზე ჩასვლა დააგვიანდეს. ასე, რომ ამ ფინალურ წყვილში, სათასო მწვრთნელის სოსო ფრუიძის გუნდი, აშკარად „სახლში" ითამაშებს.




ფინალამდე კი, დღეს, ქობულეთსა და თბილისში, 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა.  პირველი ფინალისტის ვინაობა, ქობულეთში, „ჩელე არენაზე" ადგილობრივ „შუქურასა" და „სამგურალის" დაპირისპირებაში გაირკვა. „შუქურას" რომელიც, ასეც და ისეც, ელიგის გადათამაშებაშია და მხოლოდ, სეზონის ბოლოს დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და სტადიონს, ალბათ, ძლიერთა ლიგაში, სიტყვის სათქმელად მინიმუმ ფინალში თამაში მაინც უნდოდათ. თუმცა, ქობულეთურმა წვიმამ, პირველ ტაიმში გუნდები „მინდრვის წყალბურთში" ავარჯიშა. მეორეში კი, სათასო მწვრთნელის სოსო ფრუიძის, ამჯერად, „სამგურალმა" თამაშს ოდნავ მოუმატა, შედარებით მეტს ფლობდა ბურთს და თამაშის გაკონტროლებას ახერხებდა. შესაბამისად, ლოგიკური იყო გოლი, რომელიც სტუმრებმა, 68-ე წუთზე გაიტანეს. „შუქურას" კარში დანიშნული სტადნარტიულის შემდეგ, ლუკა შეროზიამ, ბურთი კი მოიგერია, მაგრამ  დამატებაზე ალექსანდრე ვერულიძემ ყველას დაასწტო და ანგარიში გახსნა, 0-1. ალბათ, აღსანიშნავია, რომ გიორგი შაშაიაშვილმა შეცვლები გამოიცნო, რადგან 9 წუთში, ქობულეთელებმა,  ჯერ ბექა ვერილიძემ, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 84-ე წუთზე კი, გიორგი გაფრინდაშვილმა, მასპინძლები დააწინაურა, 2-1. საკმაოდ არაპროგნოზირებად შეხვედრაში, დარჩენილ ძირითად დროში, კიდევ ორი გოლი გავიდა. 87-ე წუთზე, ნიკა ჭანტურიას მოგერიებული ბურთი, საკუთარ კარში შევარდა. 89-ე წუთზე კი, მორიგი შეტევის შემდეგ, ქობულეთელთა მოგერიებული ბურთი პაპუნა ფონიავამ, დაუმუშავებლად, ერთის შეხებით, შორი მანძილიდა გაიტანა „შუქურას" კარში და ისედაც გალუმპული ქობულეთელები, საბოლოოდ დაასველა. „სამგურალმა" 2-3 გაიმარჯვა და მესამედ, აქედან მეორედ ზედიზედ, საქართველოს თასისი ფინალში ითამაშებს. ამჯერად, იმ მწვრთნელთან ერთად, რომელსაც „ჩიხურასთან" ერთად, საქართველოს თასი, მოგებული აქვს.




თითქმის, ახდა წინასწარმეტყველება თბილისში, მიხეილ მესხზე. სათასო 1/2 ფინალამდე, საფეხბურთო წრეებში საუბრობდნენ, რომ ამ წყვილის მონაწილენი „საბურთალო" და ბათუმის „დინამო" ელიგისა და თასის მატჩებს გადაინაწილებდნენ. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც, ეროვნული ლიგის -- მატჩში, ბათუმელებმა სახლში „საბურთალო" გაანადგურეს, ამ შეხვედრის შედეგიც, რთული მისახვედრი არ იყო. ბუნებრივია, საფეხბურთო წრეებში გავრცელებულ აზრთა ლოგიკას თუ გავყვებით. თუმცა, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შეხვედრისთვის, თბილისელთა ახალი და ჩვენის აზრით საკმაოდ კარგი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე, ოდნავ მაინც მოახერხებდა, გუნდის საკუთარ ყაიდაზე მორგებას და ფინალში გასასვლელად იბრძოლებდა, თუნდაც იმიტომ, რომ თასის მოგების შემთხვავში, მომავალი სეზონის ევროსაგზურს გაინაღდებდა. რა დასამალია და საბურთალოელებმა, აჭარლებს აჯობეს და პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით,  ანგარიში, მშრალ და ცივ თბილისურ ამინდში, 34-ე წუთზე გახსნეს. გოლი, დმიტრი მანდრიჩენკომ, ყოფილი საბურთალოელი, მამუკა კობახიძის შეცდომის შემდეგ, ბათუმელთა კარში მდგომ, „საბურთალოს" ყოფილ მეკარეს, ლაზარე კუპატაძეს გაუტანა.  ამ მონაკვეთში, თბილისელებს კიდევ ჰქონდათ ანგარშის გაზრდის შესალებლობა. თუმცა, ისევე, როგორც მეორე ტაიმში - მაგალითად, კვლავ მანდრიჩენკოს. თუმცა, 54-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილის გადაცემის შემდეგ, შორი მანძილიდან, კუპატაძის კარი შოთა ნონიკაშვილმა აიღო. გეგუჩაძის გუნდი, როგორც ჩანს, თავიდან ბოლომდე, ეროვნული ლიგის ბოლო 2 ტურის მატჩებზეა გადართული და შესაბამისად, „თასი დათმო", თუმცა, გოლის გარეშე თბილისიდან არ წასულა. 11-მეტრიანი, რომელიც კაკუბავმ, გიორგი ნიქაბაძესთან წესებით დარღვევით თამაშის გამო დაინიშნა, ზუსტად გამოიყენა ვლადიმერ მამუჩაშვილმა. თუმცა, მეტის გაკეთება, სტუმრებმა ამ მატჩში ვეღარ და აღარც მოახერხეს და „საბურთალოსთან" სათასო შეხვედრა 2-1 დასთმეს.



„სამგურალისა" და „საბურთალოს" ფოტოები