საქართველო Wildcards - უკრაინა Outside Chance
საქართველო Wildcards - უკრაინა Outside Chance
25.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველი მეტოქე მსოფლოს 2023 წლის შესარჩევ ჯგუფში, უკრაინის ნაკრები უკვე საქართველოშია. კიევიდან, ჩარტერული რეისით თბილისში 13 კალათბურთელი ჩამოვიდა. აქედან, ხვალ განაცხადში არ იქნება ერთი. გამომგზავრებამდე, უკრაინულმა მედიამ საკუთარი ნაკრების პერსპექტივებზე ისაუბრა და აქცენტები, ახალი სანაკრებო ციკლის დაწყებამდე, ფიბა-ს ექსპერტების შეფასებებზე გააკეთა.

თავის მხრივ, ფიბა-ს ექსპერტებმა, თითოეული ნაკრები, განვლილ სეზონზე ნაჩვენები თამაშით შეაფასეს და მათ პერსპექტივაზეც ახალ ციკლში, სწორედ აქედან გააკეთეს დასკვნები. უკრაინული მედია დარდობს, რომ მათი ნაკრები კარგია ცალკეულ თამაშებში, თუმცა, მარათონულ დისტანციაზე „სირბილი" უჭირს.




უკრაინის ნაკრების მთავარი კოზირი, გუნდის შეთამაშებულობაა. ლიდერები, საკმაოდ კარგ ჩემპიონატში თამაშობენ, ამას, ისუფ სანონი ემატება, რომელსაც სტუმარი გუნდის მედია „მეხს" ადრის. ასევე, არტიომ პუსტოვოი და ვლადიმირ გერუნი, გუნდისთვის საკმაოდ დიდი ძალაა. უკრაინული გუნდის პლუსი ისიც არის, რომ მსოფლიოს შესარჩევის საწყის ეტაპზე, ფიბა-ს პირველ ფანჯარაში, ისინი ჯგუფის ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან დაპირისირებას აცდნენ და შესაბამისად, ეს ნოემბრის მატჩებში, მშვიდად თამაშისა და საჭირო ქულების აღების შესაძლებლობას აძლევს.


ამის ფონზე, გუნდს მაინც აქვს „მინუსები". 12 თამაში, რომლის შემდეგაც გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უნდა მოიპოვოს, უკრაინელებს, ძალიან გრძელ გზად ეჩვენებათ. როგორც წესი, ასეთ დისტანციაზე, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, უკრაინას „საწავავი" უთავდებაო. მაგალითად, 2019 წლის მსოფლიო ჩემიონატის საკვალოფიკაციო ეტაპია მოყვანული, როდესაც უკრაინამ ესპანეთისა და სლოვენიის ნაკრებების დამარცხება მოახერხა, მაგრამ მაინც ჩემპიონატს მიღმა დარჩა.




ამ გათვლებით, უკრაინა, ექსპერტებს არ ჰყავთ იმ გუნდების ნუსხაში, რომელიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე გავა. ფავორიტად, ჩვენი ჯგუფიდან ესპანეთს ასახელებენ. საქართველოსთან მიმართებაში კი, ფიბა-ს ევრობასკეტის გვერდზე, საქართველოს ნაკრები ე.წ. WILDCARDS -ის ჯგუფში არის შეყვანილი და ასეთი ჩანაწერია გაკეთებული:


ნახევრად სავსე ჭიქაა. მათ უყვართ შესარჩევი მატჩების თამაში საქართველში. მათ ევრობასკეტზე გასვლა, 2011 წელს, 5-3, ხოლო 2013 წელს 6-2 მოახერხეს. 4-2 იყო მათ სასარგებლოდ 2015 წელს და და 5-1, 2017-ში. სულ ბოლოს, 2022 წელს, 4-2. ეს კი ნიშნავს, რომ მათ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ საკვალიფიკაციო ეტაპების ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები. სანაკრებო კალათბურთი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევრობასკეტ 2022-ის ერთი ჯგუფის მასპინძლობა უწევთ, მათთავის დიდი გამოწვევაა.




მიუხედავად ამისა, ჭიქის ნახევრადდაცლილი მხარეა -კეთილი, მათ უყვართ საკვალიფიკაციო ეტაპები, მაგრამ მათ 5-7 ჰქონდათ მაჩვენებელი ბოლოს მსოფლიო შესარჩევზე. ესპანეთი, უკრაინა და ჩრდ. მაკედონია შესარჩევის ამ ეტაპზე მათთვის უკვე ურთულესი ფრე უნდა იყოს-ო.


ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები ზუსტად ნახევარ საათში თბილისის სპორტის სასახლეში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს.


სტატიაში გამოყენებულია უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ფოტოები