ქართველი ხმლით მოფარიკავეები გუნდური ასპარეზობისთვის ემზადებიან
ქართველი ხმლით მოფარიკავეები გუნდური ასპარეზობისთვის ემზადებიან
24.02.2018
ავტორი:

ვარშავაში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშებაშა გრძელდება.ტურნირის რეგლამენტით, ვარშავას მსოფლიო თასის გათამაშების პირველ საასპარეზო დღის შემდეგ, 64 სპორტსმენი გამოვლინდა, რომლებმაც დღეს, 24 თებერვალს, ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამარჯვებული გამოავლინეს. 64 სპორტსმენს შორის, ჯგუფური და ფლეი-ოფის წარმატებული ეტაპების შემდეგ, სანდრო ბაზაძეც მოხვდა.

ქართველმა მოფარიკავემ, დღეს, World Cup Sabre de Wolodyjowski 2018 ოცდამეთორმეტედფინალში სამხრეთ კორეელი, 24 წლის მსოფლიო რეიტინგის 19-ე ნომერი ჯუნ ჰო კიმი 15-10 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე სანდროს მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 10-ე ნომერი, 24 წლის რუსი კამილ იბრაგიმოვი იყო. სამწუხაროდ, 1/16-ში სანდრო ბაზაძემ ორთაბრძოლა 5-15 დასთმო და ასპარეზობას გამოეთიშა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები პოლონეთის დედაქალაქში რჩება და ხვალ, 25 თებერვალს, გუნდურ შეჯიბრში ჩარეთვება, რომელშიც 23 ქყვეყნის ნაკრები ასპარეზობს.  ჩვენი გუნდის ღირსებას სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე დაიცავენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ჩილეს ნაკრებია, შეხვედრა საქართველოს დროით 13:00 დაიწყება, გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი 15:00 რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები, 23-25 თებერვალს, პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიოს თასის World Cup Sabre de Wolodyjowski 2018 გათამაშებაში მონაწილეობს. ვარშავას ტურნირზე, ინდივიდუალურ შეჯიბრში 205 მოფარიკავე, ხოლო გუნდურ შეჯიბრში 23 გუნდი ასპარეზობს.