
ბექა ბურჯანაძე: გულშემატკივარი, ჩვენთვის ყოველთვის მე-6 მოთამაშეა, ის ჩვენთვის ყოველთვის ძალიან დიდი მოტივატორი იყო და მისი ფაქტორი, ახლაც უდიდესი იქნება. უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მათ აქ ყოფნას. მიუხედავად 30%-სა, რამდენი გულშემატკივარიც არ იუნდა იყოს, ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის.
ილიას ზუროსი: გვაკლია წამყვანი მოთამაშეები, შერმადინიც ტრავმის შემდეგ არ არის 100%-ით მზად. ამიტომ არის საკმაოდ რთული სიტუაცია და გვჭირდება გულშემატკივრის მხარდაჭერა.
საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შესაბამისად, ის 30%, რომელიც სპორტის სასახლის ტევადობიდან გამომდინარე კოვიდ-რეგულაციით არის დაშვებული, სრულად არის ათვისებული და ორწლიანი კოვიდ-აუთის შემდეგ, ქართველო გულშემატკივარი საკალათბურთო დარბაზს კვლავ დაუბრუნდება. გულშემატკივრის მხარდაჭერის, თანაც ახალი შესარჩევი ციკლის სტარტზე დიდი იმედი აქვთ, ეროვნული ნაკრების კალათბურთელებს და სამწვრთნელო შტაბსაც.
„ჩვენ საკმაოდ რთული თამაში გველის. სამწუხაროდ, ბევრი მოთამაშე გვაკლია. თოკო შენგელიასთვის რასაც ფედერაცია აკეთებს, არის ნამდვილად წარმოუდგენელი - ცდილობს, კალათბურთელი თამაშის მერე, ეგრევე გადმოაფრინოს თბილისში. მისცეს გამოსაძინებლად 6 საათი, რომ შემდეგ თავისი ქვეყნისთვის ითამაშოს. დასაფასებელი, რასაც თოკო და ფედერაცია ახერხებენ. ასევე შერმადინიც, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის, ორი თვე სათამაშო პრაქტიკის გარეშე იყო. ტრავმის შემდეგ, ცოტა ხანია რაც დაბრუნდა და 100%-ით არ არის მზად. დუდა სანაძე არ არის სამწუხაროდ ჩვენთან, ცინცაძე... ვეცდებით, ამ რთულ თამაშში ვიყოთ კონცენტრირებულები", - ამბობს ილიას ზუროსი, რომლის გუნდსაც, ტრავმირებულების გარდა, ამერიკაში მყოფი ლეგიონიც აკლია.
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საკალათბურთო წრეებში თვლიან, რომ საქართველოს ნაკრები ის, გუნდია, რომელსაც ნებისმიერი სიუპრპრიზის შემოთავაზება შეუძლია, უკრაინელები თვლიან, რომ გუნდის ჩონჩხი, მაინც ორ კალათბურთელზე, თორნიკე შენგელიაზე და გიორგი შერმადინზე აგებული. მოთამაშეებზე, რომლებმაც შემოდგომის დასაწყისში ტრავმა მიიღეს, თუმცა, ნოემბრის სათამაშო ფანჯრისთვის სრულად მოახერხეს რეაბილიტირება. რეაბილიტაციის შემდეგ თოკომ 6 შეხვედრაში, აქედან ევროლიგის მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, საშუალოდ, თამაშებში, 10.6 ქულა დააგროვა. უკრაინელებს, თოკოსთან მიმართებაში იმის ეიმდებათ, რომ დღეს, ევროლიგაზე, „ბაიერთან"თამაშის შემდეგ, თბილისში, დაღლილი ჩამოვა.

უკრაინელებს, უფრო გიორგი შერმადინი აღელვებთ, რომელმაც „გრან კანარიასთან" შეხვედრისას არტიომ პუსტოვოის, 25 ქულა ჩაუგდო, 10 ბურთი მოუხნა და მის თანაგუნდელებს, 10 ფოლი აჰკიდა. და ეს, მხოლოდ 23 წუთში გააკეთა! თუმცა, უკრაინასთან მატჩამდე, ქართული მედია, შერმადინს, რატომღაც ესპანეთის მატჩის შესახებ შეეკითხა.
„მთელი ესპანეთი ელოდება ჩვენს თამაშს, როგორც საქართველოში ისეა იქაც. იქ, ჩემი ერთი გუნდელიც თამაშობს. საუბარი მქონდა ერთ ჟურნალისტთან, ხაენში ჩადიან გულშემატკივრები, რადგან ამ თამაშს დაესწრონ. ესპანეთი ძალიან კარგი გუნდია, კარგი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ორივე გუნდთან შეიძლება თამაში, თუმცა ჩვენ ჯერ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ", - ამბობს გიორგი შერმადინი.
კიდევ, ორ კალათბურთელზე, რომელზეც ხვალინდელ მატჩში ჩვენი მეტოქეები, განსაკუთრებით შეეცდებიან ყურადღება გაამახვილონ, თად მაკფადენი და ბექა ბურჯანაძეა.

„მზად ყოველთვის ვართ თამაშისთვის და მითუმეტეს, გამარჯვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე მოსამზადებელი პერიოდი და დრო გვგქონდა, მზად ვართ და ველოდებით ხვალინდელ თამაშსს. მოწინააღმდეგის მთავარი კოზირი, შიგნიდან თამაშია. ძალიან კარგი და გამოცდილი „მაღალი" მოთამაშეები ჰყავთ, ცენტრისა და მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. მათი გაჩერება, ჩვენთვის მთავარი და წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს. შემდეგ უკვე ტანმორჩილი კალათბურთელების გაჩერებაც.
ესპანეთის ნაკრებს ძალიან ბევრი მოთამაშე აკლია, რომლებიც NBA-სა და ევროლიგის გუნდებში არიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალი დონის ნაკრები იქნება. ესპანეთის თამაშშზე ჯერ-ჯერობით ვცდილობთ, რომ არ ვიფიქროთ, რადგან ხვალ უმნიშვნელოვანესი თამაში გველოდება. თუმცა, არ იქნება ადვილი მატჩი, ვთამაშობთ ხაენში და ეს ძალიან რთული იქნება. ხვალინდელ თამაშს თუ მოვიგებთ, ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგავთ იმისთვის, რომ ჩვენ მსოფლიოზე მოვხდეთ", - ამბობს ბექა ბურჯანაძე.
თავის მხრივ დროის ნაკლებობას და გუნდის გადახალისებაზე ამახვილებენ ყურადღებას უკრაინელებიც. თუმცა, ჯერ გასახდელში ხუმრობის ხასაითზეც არიან და საწუწუნოც არაფერი გვაქვსო. ვნახოთ, ხვალ თამაშის მერე, რა განწყობა იქნება ორივე გუდის გასახდელში.
მოძმე ქართული და უკრაინული საკალათბურთო გუნდების დაპირისპირება, კი თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 დაიწყება.





ჩვენ








