კაპიტანმა ევროპა კიდევ ერთხელ გააოცა
კაპიტანმა ევროპა კიდევ ერთხელ გააოცა
26.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩის წინა დღეს, უკრაინელთა სამწვრთლო შტაბში დარწმინებულნი იყვნენ, რომ ევროლიგაზე თამაშის შემდეგ, ნამგზავრი თორნიკე შენგელია დაღლილი იქნებოდა და დარჩენილ საათებშიც სათანადოდ აღდგენას ვერ მოასწრებდა. შესაძლოა ამიტომაც, აინარს ბაგატსკის რთულად წარმოედგინა, რომ ქართველთა ბერძენი მწვრთნელი ილიას ზუროსი, თოკოს ძირითადში დააყენებდა და თანაც პარკეტზე 32:48 წამი მისცემდა თამაშის საშუალებას. ალბათ, რომ არა, მეორე მეოთხედის დროს მიღებული მცირედი ტრავმა, შენგელია, ამოსასუნთქად, ამ დროსაც არ გამოიყენებდა.


შენგელიამ ყველაფერი გაიღო, რათა დახმარებოდა თავის ქვეყანას - ასეთი ჩანაწერი მატჩის დასრულებისთანავე გაჩნდა ფიბა-ს ოფიციალურ გვერდზე, სადაც ზუმის პლატფორმით მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ჩატარდა.




„ჩემი მოტივიაცია იგივეა, რაც მე პატარაობისას მქონდა. როდესაც ეროვნული ნაკრების თამაში პირველად ვნახე, მე ამ დარბაზში ვიყავი. ჩემი პირველი ოცნება იყო მეთამაშა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაზე, მეთამაშა ჩემს ნაკრებში და მეთამაშა ჩემს სამშობლოში. ეს არის მოტივაცია, რომელიც მე იმ დღიდან მაქვს და არაფერი შეცვლილა. 100 პროცენტით დახარჯვა და ამაში არაფერი შეიცვლება, ვიდრე ვითამაშებ", - ამბობს თორნიკე შენგელია.


სხვათა შორის, ამავე სტატიაში ფიბა-ს გვერდი ხაზს უსვამს, რომ შენგელიას ოცნებებმა ასრულებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კალათბურთელი NBA-ის 2012 წლის მეორე დრაფტზე მოხდვა და ამავდროულად, ეროვნული ნაკრების წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდაო. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების კაპიტანს, სამი ევრობასკეტი (2011, 2015 და 2017 ) დაუგროვდა და კიდევ ერთი, 2022 წელს ელის, როდესაც ჯგუფური ეტაპის თამაში მშობლიურ კედლებში მოუწევს. ამავე სტატიაში ფიბა-ს ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ამ შთამბეჭდავ რეზიუმეში, შენგელიას, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის ჩანაწერი აკლია, ამას კი საქართველოს ნაკრები და შენგელია, ერთად 2023 წლის ჩემპიონატზე შეეცდებიან გამოასწორონო.



ყოველ შემთხვევაში, გათამაშების დაწყებამდე, ჩვენც დავწერეთ, რომ ფიბა, საქართველოს ნაკრებს, ერთ-ერთ „მოულოდნელ"  ნაკრებად მიიჩნევს და იმ ქვეყნების გვერდითაც არ ერიდება დაასახელოს, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპების დაძლევა შეუძლიათ.


დღევანდელ შეხვედრაში კი, თორნიკე შენგელია ქართული ნაკრებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც მკაცრი პრესინგის მიუხედავად (ბურთს იღებდა თუ არა, მასზე სათამაშოდ ეგრევე ორი კალათბურთელი გადმოდიოდა და მზად იყო მესამეც),  შენგელიამ 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა და დუბლიც შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა კი, ეს შეხვედრა 88-83 მოიგო და მომავალ მეოტოქესთან, ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ჯგუფს ლიდერობს.