
აბუ დაბის გრან სლემზე, ცარიელი დარბაზისა და რამდენიმე შეიხის თანდასწრებით, საქართველოდან ერთადერმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წლის ბოლო შეჯიბრზე, „შავიმ", ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში, საკმაოდ ხანგრძლივი დამატებითი დრო დასწიჭირდა. ამასთამ, ქართველმა ყველა ორთაბრძოლა 2 შიდოს ზვარზე გაიარა.
ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და პირველ შეხვედრაში, დამატებით დროში (6:39), მოლდოველი მეტოქე, 21 წლის ადილ ოსმანოვი, ზედმეტი შიდოს ხარჯზე დაამარცხა.
1/4 ფინალში, ლაშა რუსეთის წარმომადგენელს, კაზბეკ ნაგუჩევს შეხვდა და კვლავ დამატებით დროში (6:50), ვაზარით მოახერხა გამარჯვება.

ფინალში გადასასვლელად, გამოცდილი ქართველი ძიუდოისტი, უზბეკ ტურავეს დაუპირისპირდა. შავდათუაშვილისგან განსხვავებით, ტურაევმა, 1/2 ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა, 27 წამში მოიგო იპონით და მთავარი მედლისთვის მოსამზადებლად ენერგიაც საკმაოდ დაზოგა. მიუხედავად ამისა, 1/2 ფინალი, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული გამოდგა. ქართველს, აშკარად, დაღლაც ემჩნეოდა და მიუხედავად იმისა, რომ დამატებით დროში, ოდნავ ჯობდა მეტოქეს, (4:48) იპონით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლისთვის გააგრძელა.
აქ, მისი მეტოქე, სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იყო. შავდათუაშვილს კი, ამ ორთაბრძოლაშიც საკმაო ენერგიის გაცემა დასჭირდა და კვლავ ორი შიდოს კვალობაზე, დამატებით დროში (2:57) ვაზარით, გამარჯვებას მიაღწია.
როგორც უკვე გითხრაით, აბუ დაბის გრან სლემზე ქართველი ძიუდოისტებიდან, მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი მონაწილეობდა. თუმცა, ტრადიციულად ხანმოკლე შესვენების შემდეგ, ქართული ხმა (გიორგი ჭანიშვილი) კვლავ ისმოდა IJF-ის ტურნირზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე, IJF-ის გამოკითხვის ხუთიდან ორ ნომინაციაში არიან წარმოდგენილები 2021 წლის სეზონის საუკეთესოთა შემაჯამებელ გამოკითხვაში. შესაბამისად, 10 დეკემბრამდე მითითებულ ბმულებზე (https://awards.ijf.org/ ) 24 საათში ერთხელ, შესაძლებლობა გვექნება ქართველ ძიუდოისტებს ნომინაციების მოგებაში მივეხმაროთ.
ფოტო: (c) Di Feliciantonio Emanuele





ჩვენ








