
უფაში დღეს, ძიუდოში, ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა. საქართველო, რომლის გუნდის შემადგენლობის ნაწილმაც, თვის დასაწყისში, ევროპის 23-წლამდე შერეული გუნდური ჩემპიონობა იზეიმა, პირველობა არც რუსეთში გამართულ ტურნირზე დათმო და დღის ბოლოს, რიმა ბატალოვას სახელობის სპორტული მომზადების ცენტშრი საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, რომელშიც 16 ქვეყანა მონაწილეობდა, გუნდები ტრადიციულად 6 წონით კატეგორიაში თამაშდებოდა მედლები კომპლექტი. ამ წონითი კატეგორიების მიხედვით, საქართველო წარმოდგენილი იყო:
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი
-73კგ - ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი
-70კგ - მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე
+70კგ - სოფიო სომხიშვილი
+90კგ - გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი
ასპარეზობის პირვე ეტაპზე ჩვენი ძიუდოისტები ავსტრიის გუნდს შეხვდენენ და 0-4 დაამარცხეს. ამის შემდეგ, ჩვენი გუნდის მეტოქე, საფრანგეთის ნაკრები იყო და როგორ მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და პრინციპული გამოდგა. თუმცა, საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა 2-4 გაიმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. წინა მატჩის მსგავსად ჩვენებმა ეს დაპირისპირებაც 4-2 მოიგეს და ფინალში გავიდნენ, სადაც ქვედა ბადედან საუკეთესო, ნიდერლანდების გუნდი შეგხვდა.
„ერთი ბრძოლა და როგორც ტკბილად დავიწყეთ, ისე ტკბილად დავამთავროთ. ის განწყობა, რითაც აქამდე მოვედით, უბრალოდ, ბოლომდე შევინარჩუნოთ და ბოლო 4 წუთი, ყველამ თავი დავდოთ, ჩვენი ქვეყნისთვის, მიზნისთვის და იმისთვის, რომ ეს დიდება იყოს თვალსაჩინო", - ეს ლაშა გუჯეჯიანის სიტყვებია, უფაში, ფინალური დაპირისპირების წინ.
„საქართველოს ნაკრები არის 9-გზის ევროპის ჩემპიონი, ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, რომ ვიყოთ ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები გუნდი. მივცეთ აქ, ერთმანეთს აღქმა და პირობა, რომ ამ ღირსეულ ბრძოლაში, რომელსაც მალე ვიხილავთ, თქვენი მონაწილეობით, უფრო გავიმარჯვებთ, ვიდრე დავიხევთ უკან", - ეს კიდევ გიორგი ათაბეგაშვილის სიტყვებია, ფედერაციის პრეზიდენტის.
საქართველოს ძიუდოისტების ნაკრებს, ორივემ, ფინალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიმართა, შემდეგ კი იყო ფინალი, რომელშიც დაძაბულ ბრძოლაში, ქართველმა ძიუდოისტებმა, ნიდერლადების გუნდის დამარცხება მოახერხეს, 4-3 და ევროპის 2021 წლის შერეული გუნდური ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვეს, ზუსტად იმ თვის ბოლოს, როდესაც ჩვენმა ძიუდოისტებმა, ანალოგიური, მხოლოდ ვეროპიწ 23-წლამდე ჩემპიონატი მოიგეს.





ჩვენ








