
ძიუდოისტების გარდა დღეს, კიდევ ერთმა ქართველმა, ფიგურულმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა, რუსეთში, სოჭში, „როსტელკომის თასის" 2021 წლის გათამაშებაზე მისული გულშემატკივარი საქართველოს ჰინმზე ფეხზე დააყენა. ამასთან ერთად მორისმა, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ISU-ის გრან პრის ერთ-ერთი ეტაპის ტიტული მოიგო.
შეგახსნეებთ, 2021 წლის ახალი სეზონის ეტაპებიდან მორისმა ერთ ტურნირზე, კანადაში უკვე იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა. დღეს, კი, სოჭში გრან პრის მე-6 ეტაპზე მედლების პირველი კომპლქეტიდან რომელიც ვაჟთა შორის გათამაშდა, ქართველმა მთავარი, ოქროს მედალი მოიგო.
მორისმა ძირითად (ე.წ. სენიორები) ასაკში, ორი პროგრამის ჯამში, 266.33 ქულა დააგროვა, სოჭის ეტაპის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

თავისუფალ პროგრამაში, ქართველმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 170.96 ქულით მესამე საფეხური დაიკავა, თუმცა, პირველი დღის გამოსვლის შედეგის დამატებით, ყვითელაშვილის გამოსვლა, ორივე სახეობის ჯამში, როგორც აღვნიშნეთ, საუკეთსო გამოდგა. თავისუფალ პროგრამაში, მორისმა, სამი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა, პროგრამის მხატვრული წარმოდგენა და სრიალის ხარისხი კი, მსაჯებმა მაღალი ქულებით შეაფასეს. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშებიწ წინ, მორისი, მსოფლიოს რეიტინგულ მოციგურავეთა ნუსხაში, წამყვან პოზიციებზე აღმოჩნდა.
აქვე გეტყვით, რომ სპეციალისტების აზრით, მოკლე პროგრამა, რომელიც მორისმა სოჭში შესასრულა მოციგურავს კარიერაში, ყველაზე წარმატებულად შესრულებულ მოკლედ პროგრამად შეაფასეს. ქართველმა სპორტსმენმა, ამ დისციპლინაში, 95.37 ქულა აიღო და პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, მეორე პოზიციაზე იყო, იაპონელი კაზუკი ტომონოს შემდეგ.

სოჭში გამართულ ტურნირზე იასპარეზა ახაგაზრდა ნიკა ეგაძემაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ავსტრიაში, გრაცში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.მოკლე პროგრამაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ურთულესი ტექნიკური ელემენტებით დატვირთული თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა სენიორების დებიუტანტმა ნიკა ეგაძემ, რომელმაც ორი ოთხმაგი ნახტომითა და სხვადასხვა სირთულის სამმაგი ნახტომებით შეძლო ჯამში 159,82 ქულის დაგროვება და თავისუფალ პროგრამაში მე-7 პოზიციის ჩვენება, ჯამში კი 210.17 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ტექნიკურ ნაწილში მიღებული 89.18 ქულა მეორე შედეგი აღმოჩნდა შეფასების ამ სეგმენტში.
ქართველი მოციგურავე, მორის ყვითელაშვილი პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ნიკა ეგაძე კი, ხანგრძლივი ტრავმისა და სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, აქტიურ სპორტს უბრუნდება და ამასთან ძირითად (სენიორების) ტურნირებზე უფრო ხშირად ჩნდება.

იხილეთ ქართველი მოციგურავის გამოსვლა:
მოკლე პროგრამა - https://youtu.be/gxHvxPC2AT8
თავისუფალი პროგრამა https://youtu.be/6l2SkQHfNp0
ასევე იხილეთ სტატები:
მორის ყვითელაშვილი - წარმატებული მეორე საასპარეზო დღე!
ნიკა ეგაძე - ნიკა ეგაძემ გრაცის საერთაშორისო ტურნირი მოიგო





ჩვენ








