
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ესპანეთშია. ჩვენი გუნდი ანდალუსიის პროვინციის მთავარ ქალაქში, 13 მოთამაშით ჩაფრინდა.
„უკრაინასთან მოგებული მატჩისთანავე, საქართველოს ნაკრები გამოეგზავრა ესპანეთში და ოდნავ მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ჩამოვედით ამ ლამაზ ქალაქ ხაიმიში. ყველა კარგ განწყობაზე ვართ, იმტომ, რომ დაწყება იყო გამარჯვებით საჭირო. დღეს დავისვენებთ და ხვალ, უკვე ორჯერადი ვარჯიშია დანიშნული. ზეგისთვის, შევეცდებით, რომ ვიყოთ იმ მზადყოფნაში და იმ, სასურველ ოპტიმალურ ფორმაში, რომელიც, შესაძლებლობას მოგვცემს, მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშოთ ღირსულად და შეძლებისდაგვარად, წარმატებაზეც ვიფიქროთ", - ამბობს პაატა გურასპაული, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

საქართველოს ნაკრების მსგავსად, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთის ნაკრებმა, მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევი ჯგუფის სასტარტო მატჩი მოიგო. მომავალი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში, ესპანელები, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს გასვლით თამაშში დაუპირისპირდნენ და მასპინძლები, 29-ქულიანი უპირატესობით, 94-65 დაამარცხეს. ბუნებრივია, საშინაო შეხვედრაში, ესპანელები სატურნირო ცხრილში პოზიციების გამყარებას შეეცდებია.
„კარგია, როდესაც შეხვედრას იგებ. ჩვენ გვგქოდან პირველ რიგში ფიზიკურად და მენტალურად რთული თამაში უკრაინის წინააღმდე. ჩვენ მოვიგეთ თამაში და რა თქმა უნდა, თავს კარგად ვგრძნობთ, მაგრამ საკმაოდ გრძელი გზა გამოვიარეთ ესპანეთამდე, დაღლილები ვართ. თუმცა, ვფიქრობ, რომ დროც საკმარისია, რათა დავისვენოთ და კარგად მოვემზადოთ მომავალი თამაშისთვის. ჩვენი მეტოქე კარგად ვიცით. ესპანეთი, არის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული გუნდი ევროპასა და მსოფლიოში. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ „შევუსრულებთ". მეტნაკლებად ვიცით, რას უნდა ველოდოთ მათგან, მოედანზე გამოდის ძლიერი გუნდი. ამრიგად, ყოველთვის სიამოვნებაა ითამაშო ესპანეთში, თან ახლადგახსნილ დარბაზში", - ამბობს მილოშ გლიგორიევიჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

ახლადგახსნილ საკალათბურთო დარბაზში, სადაც საქათველოს ნაკრები თამაშამდე ივარჯიშებს, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრებად, გულშემატკივარი მთელი ესპანეთიდან ჩადის. გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, ვიმედოვნებთ, რომ კოვიდ რეგულაციების მიუხედავად, მათი ნაწილი ჩვენი გუნდის საქომაგოდ შეკრებას მოახერხებს. ამის თქმის, საბაბს, შარშან, უეფა-ს ევროპა ლიგის „ლოკომოტივის" მატჩის დაწყებამდე და დასრულების შემდგე, ესპანეთის სხვადასხვა კუთხიდან შეკრებული ქართველების დახვედრა გვაძლევს, რისი მომსწრენიც TSFF.GE გავხდით.

„განწყობა გუნდში არის ძალიან კარგი, რადგან შესარჩევი დავიწყეთ მოგებით. ძალიან ძნელი თამაში იყო გუშინ უკრაინასთან. ამ მომენტისთის გუნდში ყველა კალათბურთელი კარგად არის და იმედია, რომ ზეგინდელ მატჩშიც ყველა ითამაშებს. ვეცდებით, რომ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორც ესპანეთია, ვიჭიდაოთ და მოვიგოთ ეს თამაში", - ამბობს ვლადიმერ ბოისა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოსა და ესპანეთს შორის მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხით იქნება შესაძლებელი.






ჩვენ








