
სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიაში გამგზავრებამდე ბოლოჯერ ივარჯიშა. გიორგი ჩხაიძის გუნდი, 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრისთვის, რამდენიმე დღეა ემზადება. ირლანდიაში კი, ჩვენი გოგონები, 28 ნოემბერს, გამთენიისას გაემგზავრებიან.
„მიზეზების გამო დაგვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი და ისინი, სამწუხაროდ ვერ დაგვეხმარებიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე იცვლება, რადგან გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მათ ადგილს შეავსებენ. ირლანდია ძალიან კარგი გუნდია. ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ჩვენ ვუყურეთ მათ თამაშს, სლოვაკეთთან, რომელიც 1-1 მორჩა. საკმაოდ სწრაფად გადმოდიან შეტევებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსიდან და რეიტინგიდან გამომდინარე, მეორე ნომრად ვირჩევთ თამაშს, ძირითადი აქცენტი იქენბა კარის უსაფრთხოებაზე და ვეცდებით, თამაში კონტრშეტევებზე და სტანდარტულ სიტუაციებზე ავაგოთ. რამდენად გამოგვივა, ამას 30-ში ვნახავთ. მთავარია, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან, კარგად აქვთ გათავისებული, რაოდენ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით", - ამბობს გიორგი ჩხაიძე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტრავმის გამო არ იქნებიან ტატა მატვეევა, თეონა თოდაძე, ლელა ჭიჭინაძე. არ იქნება არც ნუცა გურიელიძე. მათ გარეშე, ეროვნული ნაკრები, წლის ბოლო თამაშისთვის 18 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება.
მეკარეები: თათია გაბუნია ("ლანჩხუთი", საქართველო), თეონა სუხაშვილი ("კვარტალი", თბილისი, საქართველო)
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი", საქართველო), ნინო სუთიძე ("კვარტალი", თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი („ამორა", პორტუგალია), ანი ძაძუა ("კვარტალი", თბილისი, საქართველო), მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი", საქართველო)
ნახევარმცველები: ირინა ხაბურზანია ("ლანჩხუთი", საქართველო), ნინო პასიკაშვილი ("კვარტალი", თბილისი, საქართველო), ნათია დანელია ("კვარტალი", თბილისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი ("ნორჩი დინამო", თბილისი, საქართველო), თეონა ბაქრაძე ("ლანჩხუთი", საქართველო), მაიკო ბებია ( "ნიკე", თბილისი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე ("კვარტალი", თბილისი, საქართველო), ანა ჩემინავა ( ჟალგირისი, ვილნიუსი, ლიეტუვა), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე", თბილისი, საქართველო)
თავდამსხმელები: ხატია ჭყონია ("ლანჩხუთი", საქართველო), ნათელა წოწერია ("ლანჩხუთი", საქართველო)
30 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფი მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები თბილისის დროით, 23:00 ითამაშებს.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








