შენგელიას გარეშე ესპანეთთან მატჩის წინ...
შენგელიას გარეშე ესპანეთთან მატჩის წინ...
29.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ანდალუსიურ ხაენიში ესპანეთის ნაკრები, მსოფლიოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ტურში, საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული ნაკრების რიგებში არ იქნება თორნიკე შენგელია. გემახსეოვერბათ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ამავე ფანჯრის პირველ შეხვედრაში თბილისში, უკრაინის წინააღმდეგ მცირე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, თუმცა შემდეგ, თოკო მაინც დაბრუნდა პარკეტზე და საერთო ჯამში 32:48 წამი დაჰყო და გუნდის მოგებაში, უდიდესი წვლილიც შეიტანა. დღეს კი, კალათბურთია ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა, თორნიკეს ტრავმის სერიოზულობაზე განცხადება გამოაქვეყნა.




„სამწუხარო ამბავი საქართველოს ეროვნული ნაკრებში. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ესპანეთთან თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფეხი უკრაინასთან მატჩში იტკინა, თუმცა იყო იმედი, რომ რეაბილიტაციას შეძლებდა და თორნიკე გუნდს ესპანეთში გაჰყვა. თავად შენგელიას, რომელიც უკრაინასთან სათამაშოდ მოსკოვიდან ჩარტერული რეისით, ევროლიგის მატჩის დასრულებისთანავე გამოფრინდა, ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდოდა და ბოლო მომენტამდე ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ჩვენი ნაკრების ექიმების სამწუხარო ვერდიქტი ესპანელმა მედიკოსებმაც დაადასტურეს: შენგელიას ტრავმირებული ფეხის მდგომარეობა არ იძლევა მისი ესპანეთთან მოედანზე გასვლის საშუალებას", - ნათქვამია კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე.




თორნიკემ, ნაკრების ვარჯიშს სათადარიგო სკამიდან უყურა და დღესაც, ესპანელებთან მატჩში გუნდის გამხნევება სწორედ ამ ადგილიდან მუწევს. გუშინ კი, ვარჯიშის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მზადყოფნაზე კომენტარები გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ გააკეთეს.


„უკრაინასთან, თბილისში, მნიშნელოვანი თამაში მოვიგეთ. ახლა უკვე, ესპანეთში ვვარჯიშობთ. ვემზადებით ესპანეთთან თამაშისთვის. თითოეულმა მოთამაშემ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება ჩვენთვის. ვიცით, ესპანეთი არის ძალიან კარგი გუნდი, ძალიან კარგი მოთამაშეებით. მათგან უმეტესობა თამაშობს ესპანეთის ჩემპიონატში, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მართლა ძალიან კარგი გუნდია, კარგი მცველები ჰყავთ, კარგი მოთამაშეები ჰყავთ შემტევ პოზიციაზე. ჩემი აზრით, კარგი თამაში გამოვა და იმედია, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება ეს თამაში", - ამბობს გიორგი შერმადინი.




გუშინ კი, საქართველოს ნაკრებმა ორჯერადად ივარჯიშა. ხაენის "ოლივე არენაზე" კი, ტრადიციულად მატჩის წინ, თამაშის წინა საღამოს ივარჯიშა. კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ინფორმაციით, შენგელია დარბაზში, გუნდთან ერთად იყო, ფარშიც ისროლა, თუმცა ვარჯიშის პროცესს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი განაცხადში იქნება, მაგრამ ესპანეთთან სათამაშოდ მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.




„განწყობა ძალიან კარგია, პოზიტიურია. გრძელი გზა გამოვიარეთ. თუმცა, კარგი ვარჯიში ჩავატარეთ. ასე თუ ისე, დროც გვგქონდა დასასვენებლად. ერთი სულით ველოდებით ესპანეთთან, მატჩს. იქნება ურთულესი მატჩი. აქ, ესპანეთში, მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონებთან. თუმცა, ჩვენ, ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, ხარვეზები უნდა გამოვასწორტოთ. ჩვენს თავზე ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე წარმატებას და გამარჯვებას ველით", - ამბობს ბექა ბურჯანაძე.


შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე ესპანეთის ქალაქ ხაენიში გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.








კალათბურთის ფედერაციის ფოტოები