ერთი მატჩი ევროპამდე
ერთი მატჩი ევროპამდე
24.02.2018
ავტორი:

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებმა დღეს, 24 თებერვალს, სპორტკომპლექს „ოლიმპიკის" აუზზე ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრა გამართა. ქართველი წყალბურთელები ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და განმეორებითი შეხვედრის წინ, ბურთების სოლიდური ბალანსით ლიდერობენ.

შეხვედრა ქართველი წყალბურთელების უპირატესობით დაიწყო და პირველი ნახევარი მასპინძლეთა სასარგებლოდ 7:0 დასრულდა. ანგარიში შესაძლოა უფრო დიდიც ყოფილოყო, რადგან რევაზ ჩომახიძის გუნდი მთელი ტაიმი უტევდა. ანალოგიური სცენარით განვითარდა, შეხვედრის მეორე ნახევარიც. ქართველი წყალბურთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვეს. საბოლოო ანგარიში 12:1.

დღევანდელ მატჩში თითო გოლი ბექა ქავთარაძემ, ხვიჩა ჯახაიამ, მიხეილ ბაღათურიამ, ზუკა რურუამ გაიტანეს. 2 გოილი ანდრია ბითაძის ანგარიშზეა, ხოლო 3-3-ჯერ ისრაელელთა კარი მარკო ელაჩამ და გიორგი მაგლაქველიძემ აიღეს.

ახლა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრბეს, ერთი თამაშიღა აშორებს, რათა ზედიდზედ მესამედ, 2014 და 2016 წლების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, კიდევ ერთხელ მოიპოვოს. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა, ისრაელში,  3 მარტს არის დაგეგმილი. ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ფინალური ეტაპი, 2018 წლის ივნისში, ბარსელონაში გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო