„დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამოს“ ჩემპიონობა ჩააბარა...
„დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამოს“ ჩემპიონობა ჩააბარა...
29.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართულ საფეხბურთო რეალობაში ახალი ჩემპიონია - ბათუმის „დინამო". ჩვენი გვერდი, TSFF.GE სტატიის დასაწყისშივე ულოცავს გია გეგუჩაძის გუნდს ჩემპიონობას და იმედს იტოვებს, რომ ევროტურნირების მომავალ სეზონზე, კონკრეტულად კი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საიდანაც ბათუმელები დაიწყებენ ამ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობას, ქართველი მსაჯებისგან მიჩვეულ მათ მიმართ ლოიალობას დაივიწყებენ და მათთვის უჩვეულო გადაწყვეტილებების გამო, იქ არ დაისჯებიან. თუმცა, მსაჯებისა და კიდევ სხვა ფაქტორების (მაგალითად, ბათუმელთა სატრანსფერო გუნდის კარგი მუშაობა გვაქვს მხედველობაში, რომლებიც მთელი სეზონის მანძილზე, არა მხოლოდ უცხოურ, არამედ საქართველოში, უშუალოდ კონკურენტ გუნდებთანაც მიზანმიმართულად მუშაობდა, რამაც შედეგიც გამოიღო) გარდა, აჭარულ გუნდს, საქართველოს 18-გზის ჩემპიონმა, თავად ჩააბარა ჩემპიონობა უშუალო კონკურენტს ბოლო 3 წლის მანძილზე.



ამიტომ, ელიგის ბოლოსწინა ტურს, სწორედ, საქართველოს 18-გზის ჩემპიონის ბოლო თამაშით დავიწყებთ, რომელიც თბილისელთა მთელი სეზონის თამაშებიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე უსახური იყო. ბევრს არ ვიტყვი და აღვნიშნავ, რომ ელიგიდან გავარდნილ „სამტრედიასტან", ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე იმ წუთისთვის ჯერ კიდევ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იდგა და ალბათ, რომ არა, დინამოელთა ესპანელი მეტოქე ანდრეს პრიეტო, სამტრედიელები უფრო გაიტანდნენ გოლს, ვიდრე თბილისელები, რადგან ფაქტიურად „დინამო თბილისს" კარში არ დაურტყამს. უსახური შეხვედრა, რომლის მოგების შემთხვევაშიც, „დინამო თბილისი" ჩემპიონობის შენარჩუნების თეორიულ შანსს კიდევ ინარჩუნებდა, ფრედ 0-0 დასრულდა და თბილისელებმა, ჩემპიონობა, ბათუმელებს ჩააბარეს. ჩვენი გვერდი, თბილისელთა 2021 წლის გამოსვლას ცალკე სტატიაში და უფრო დეტალურად დაუბრუნდება.


ელიგას კი, სამტრედიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ახალი ჩემპიონი, ბათუმის „დინამო" ჰყავს. შესაბამისად, ბათუმელებისთვის დიდად მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ბოლო ორი ტურის შეხვედრებსაც. თუმცა, ისევე, როგორც მათი მეტოქსითვის ამ ტურში, წყალტუბოს „სამგურალისთვის", რომელმაც ფლეი-აუთში მყოფ „ტორპედოს", ელიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 4 ქულით გაუწრო და შესაბამისად, 35-ე ტურში, წაგების შემთხვევაშიც კი, ნათელი იყო, რომ „ტორპედო" ბოლო ტურში 4-ქულიანს ვერ ისროდა და „სამგურალს" ვერ გადაუსწრებდა. შეიძლება ითქვას, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, სოსო ფრუიძის გუნდმა, ქვეყნის უკვე მოქმედ და ახალ ჩემპიონთან, ბათუმის „დინამოსთან", საქართველოს თასისი ფინალის წინ კარგად ისპარინგა, ძირითადი მოთამაშეები, თუმცა, ისევე, როგორც ბათუმის „დინამომ" დაასვენა და მინდორზე ის ფეხბურთელები ათამაშა, ვისაც, ჩემპიონატის მანძილზე ნაკლები ისათამაშო დრო ჰქონდათ. ჩემპიონმა კი, მატჩი 0-3 მოიგო და ელიგის დასრულებამდე ადრე, მეორე ადგილოსან „დინამო თბილისს" 6 ქულით გადაუსწრო.




მშვიდად ჩაატარა 35-ე ტურის მატჩი გორის „დილამაც". უფრო ზუსტად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მშვიდად წააგო „თელავთან" 1-3 და ასევე მშვიდად ითამაშებს ბოლო შეხვედრას ბათუმშიც, სადაც საქართველოს ჩემპიონთან, ბათუმის „დინამოსთან" ერთად დააჯილდოვებენ და ვერცხლის მედლებსაც ჩააბარებენ. ამ შეხვედრაში, პირველ ტაიმში, გუნდებმა ავტოგოლები გაცვალეს - 34-ე წუტზე ანდრო მენსაძემ გახსნა ანგარიში, 38-ე წუთზე კი, ლაშა შერგელაშვილმა გაათანაბრა. „თელავი" 72-ე წუთზე, კვლავ ავტოგოლით, ამჯერად დავით მაისაშვილის მიერ გატანილით, დაწინაურდა. როგორც ჩანს, „თელვამა" ვარჯიშებზე სიტუაციურ ავტოგოლებზე კარგად ივარჯიშა... 87-ე წუთზე იმედა აშორტიას გოლი კი, ერთად-ერთი აღმოჩნდა, არა ავტოგოლი. ასეა თუ ისე, ამ გამარჯვებით, „თელავმა" ფლეი-აუთის ზონას 4 ქულით დააღწია თავი და ბოლო ტურში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, გუნდს, შეუძლია მშვიდად იყოს და ელიგის მომავალი სეზონისთვის მოემზადოს.



ელიგაში დასარჩენად, ქუთაისის „ტორპედოს" ფლეი-აუტში, ლიგა 2-ის მესამეადგილოსან მარტვილის „მერანს" შეხვედბა. ერთადერთი შანსი, ამ ხვედრს ასცდენოდა იმერეთის მთავარი გუნდი, 35-ე ტურში, საგურამოში „ლოკომოტივთან" მოგება იყო და ბოლო ტურისთვის დარჩენილი თეორიული შანსი, ელიგის 2021 წლის გათამაშების მე-7 ადგილით დასრულების. თუმცა, ესეც, თუკი, „თელავს" დარჩენილ 2 ტურში არ გაუმართლებდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ამ შეხვედრაში ანგარიში 68-ე წუთზე იმრანის გოლით გავიდა. ქუთაისის „ტორპედოს" არაფრის მთქმელი 1 ქულა, შეხვედრის მიწურულს, შეცვლაზე შემოსულმა ფადი ზიდანის გოლმა მოიტანა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.



უეფა-ს ევროტურნირების მომავალ სეზონში მოხვედრის ერთადერთი შანსი, თბილისის „საბურთალოსთვის", საქართველოს თასის მოგებაა. შესაბამისად, „შუქურასთან" დარჩენილ 35-ე და ბოლო ტურსაც სუფთა ფორმალური ხასიათი აქვს. ასეც და ისეც, ელიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, „შუქურა", ლიგა 2-დან „გაგრასთან" ფლეი-აუთს ითამაშებს. ამ მატჩში კი, ანგარიში, ჩელე არენაზე, 72-ე წუთზე, მიშიკო სარდალიშვილის გოლით გაიხსა და „შუქურა" დააწინაურა. თუმცა, მატჩის მუწურუს, 83-ე წუთზე ოთო მამაგეიშვილმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, შემდეგ კი, მისი გადაცემით, 86-ე წუთზე, ლუკა წულაძემ, გამარჯვების გოლი გაიტანა. „საბურთალო" 1-2 გაიმარჯვა და ბოლო ტურში, სატურნირო ცხრილში, „ლოკომოტივის" გადასწრების შანსი დაიტოვა.



სატურნირო ცხრილი

ბოლო, 36-ე ტურის კალენდარი



სტატიაში გამოყენებულია ბათუმის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" ფოტოები