
ესპანეთთან მატჩამდე, დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლოჯერ ივარჯიშა. შენგელიას არ ყოფნაში და ალბათ, მასთან ერთადაც, ესპანელების ყურადღება, საქართველოს ნაკრების გამთამაშებელზე, თად მაკფადენზეც იქნება მიპყრობილი. ჩვენუ გუნდის ნატურალიზებულმა ლეგიონერმა, მსოფლიოს 2023 წლის შესრაჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა დააგროვა.
თად მაკფადენის თამაშს გამოეხმაურა ფიბა-ს ოფიციალური გვედრიც. „მაკფადენმა საქართველოსთვის „მაგრად" დაიწყო, ხუთი საქმულიანით შვიდი მცდელობის შემდეგ, შეხვედრის პირველ მეოთხედში და საბოლოოდ, 27 ქულის დაგროვებაში, 9 ასისტთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ, თბილისში გამართულ საშინაო შეხვედრაში, რომელიც 88-83 მოიგო"...
„ჩვენ ესპანეთან საკვანძო მოთამაშე, თოკო დაგვაკლდება. ეს რა თქმა უნდა გაგვირთულებს საქმეს, მაგრამ, ჩვენ ვრჩებით გუნდად, რომელიც იბრძოლებს ისე, როგორც ამას საქართველოში ელიან. ჩვენ ვიბრძოლებთ, მე ამას გავაკეთებ. ჩვენ გვაქვს მორიგი თამაში და ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც გუნდი. ჩვენ ვიცით, როგორი ტიპის გუნდია ესპანეთი. ჩვენ კი, ყოველთვის ვთამაშობთ, როგორც გუნდი და ახლაც, ასე გავაკეთებთ", - ამბობს, თად მაკფადენი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მორიგი შეხვედრისთვსი ემზადება.

თად მაკფადენი ფიბა-ს მიერ შერჩეულ 5 კალათბურთელს შორისაა და ტურის MVP-ის მოპოვებისთვის მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობს, ლიეტუველ ოსვალდას ოლისევიციუსთან, სერბ მილოშ ტეოდოსიჩთან, ბრიტანელ თედი ოკერაფორთან და ბულგარელ არიომ პარახოვსკისთან ერთად. პირველი მატჩის MVP-ის გამოსავლენად ფიბა-ს საიტზე გამოკითხვა მიმდინარეობს. ხმის მიცემა, თქვენც, ჯერ კიდევ შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 23:00 დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორთაჟი, საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხით გადაიცემა.





ჩვენ








