
მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან მარტივად, რომ არ იქნებოდა საქმე, ეს თავიდანვე ნათელი იყო. თუმცა, იმის იმედით, რომ ჩვენი ნაკრების მეტოქის გუნდში, თაობათა ცვლა მიმდინარეობდა, თანაბარი თამაშის მოლოდინის საფუძველი უფრო იყო. მითუმეტეს, რომ ესპანური ჩემპიონატის ერთ-ერთი და ბოლო წლებისთვის გამოკვეთილი MVP, გიორგი შერმადინი ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა ფორმაში შედის და ის, ჩვენს გუნდში იყო. თუმცა, არც ის უნდა დაგვიწყნოდა, რომ ლიდერებნაკლული საქართველოს ნაკრებიც თაობათა ცვლის პროცესშია და გუნდიც, თამაშიდან თამაშამდე სწავლობს...
წინასწარ ვიცოდით ისიც, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, რომელის ჩვენმა ნაკრებმა უკრაინის წინააღმდეგ გამართა, ესპანელები თად მაკფადენს გაქანების საშუალებას არ მისცემდნენ. ისევე, როგორც ბექა ბურჯანაძეს, გიორგი შერმადინს. შენგელიას გარეშე დარჩენილებს კი, ყოველივე ამის ფონზე, ძალიან გაგვიჭირდებოდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ პირველი მეოთხედის დასაწყისში მოახერხა სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. უკრაინელებთან ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, თად მაკფადენი, არა თუ 3-ქულიანებს ისროდა თან ზუსტად, მას ისე მჭიდროდ მეურვეობდნენ, რომ სროლასაც ვერ ახერხებდა. ამ მონაკვეთში, რომელშიც თადმა პარკეტზე 10 წუთი გაატარა, 5 მცდელობიდან, ერთხელ მოახერხა ქულების აღება.
თუ კვლავ უკრაინელებთან თამაშს შევადარებთ, ილიას ზუროსს დღეს, შენგელიას გარდა, სასტარტო ხუთეულის კიდევ ერთი გამოცდილი მოთამაშის, მერაბ ბოქოლიშვილის ჩანაცვლებაც მოუხდა ახალგაზრდა ლუკა მაზიაშვილით, რომლისთვისაც მსგავსი რანგის შეხვედრა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუნდაც ემოციურ დონეზე და მის მიერ დაშვებული წვრილ-წვრილი შეცდომებიც ამით აიხსნება. თუმცა, რომ გაიზარდო, სწორედ ასეთ მატჩებში უნდა მიიღო გამოცდილება, ამიტომ შეხვედრაში, რომლის აპრიორშიც ნათელი იყო, რომ ვიბრძოლებდით, მაგრამ დიდს ვერაფერს გავხდებოდით, ზუროსის მხრიდან ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის ნდობის გამოცხადება, მხოლოდ მისასალმებელია. შესაძლოა, სხვას, სხვაგვარი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ...
სასტარტო შემადგენლობაში იყო ალექსანდრე ფევაძეც, რომელსაც ჩვენი ნაკრების ლიდერების შენგელიას, შერმადინის, ბურჯანაძისა და თად მაკფადენის შემდეგ, ესპანელები, ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობდნენ. თუმცა, დღეს მოთამაშე ზემოთჩამოთვლილი ოთხეულიდან (ბუნებრივია შენგელიას გადრა), ყველაზე მეტი თავისუფლებაც, სწორედ ფევაძეს ჰქონდა, თუმცა, მას შეხვედრის ბოლოს სროლების მაჩვენებელში 0 ეწერა.
პირველი პერიოდის შემდეგ, რომელიც 23-15 წავაგეთ, საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ბექა ბურჯანაძე იყო, 6 ქულით. მოხსნებით კი, ჩვენს შერმადინს და ესპანელთაგან, იანკუბა სიმას 4-4 ჰქონდათ.
![]() |
![]() |
მეორე მეოთხედში, ესპანელბმა მოახერხეს უპირატესობის გაზრდა. ამ მონაკვეთის თითქმის ბოლომდე, ჩვენი ნაკრები 15-ზე იყო გაყინული, მასპინძლები კი, უპირატესობას ზრდიდნენ. თუმცა, 15 ქულას კიდევ 16 დავუმატეთ - დიდა ნუგეში ვერაფერი, რადგან ეს მეოთხედი 26-16 დავთმეთ და პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში უკვე 49-31 იყო. ესპანელები, სტატისტიკას რომც არ ჩავხედოთ (36:07) მთელი მატჩის მაძილზე ლიდერობდნენ. ერთ-ერთ მომენტში, მასპინძლეთა ლიდერობამ 33 ქულაც კი შეადგინა (მატჩის ტექნიკური სტატისტიკა). თამაშობდნენ მჭიდრო პრესინგს მთემს მოედანზე, შესაბამისად, ჩვენს ლიდერებს სივრცეები მაქსიმალურად შეზღუდული ჰქონდათ, ჩვენგან განსხვავებით კარგად იყენებდნენ 3-წამიან ზონებს და პერიმეტრიდანაც, თუ ისვროდნენ ზუსტად. სრულიად საწინააღმდეგო რამ ხდებოდა საქართველოს ნაკრებში.
მატჩის ბედი, ნათელი იყო. ალბათ, რომ არა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და საქრათველოს ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა, ზუროსის გუნდი თამაშის მოსაბრუნებლად იბრძოლებდა. თუმცა, ახლა მიზანი იყო სხვა - არ წაგვეგო დიდი ანგარიშით და ამასთან, შანის მიეცა ახალბედა მოთამაშეებისთვის, კვლავ ვიმეორებთ, ამ რანგის გუნდთან და სიტუაციასი, ესწავლათ ბრძოლა. ჩვენმა ნაკრებმა, ბოლო ორი მეოთხედი 17-10 / 25-20 , შეხვედრა კი 89-61 წააგო.
![]() |
![]() |
კი „იჭერდნენ", მაგრამ ორივე გუნდში, ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 21 ქულა აიღო, ორმაგ დუბლს ერთი მოხსნა დააკლდა და მისი ეფექტურობის მაჩვენებელიც ყველაზე მაღალი +26 იყო. 14-14 ქულა დააგროვეს ბექა ბურჯანაძემ და თად მაკფადენმა. 8 ქულა, კახაბერ ჯინჭარაძის ანგარიშზეა, 2-2 კი, გიორგი ტურძილაძისა და ოთარ ფხაკაძის.
ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენი ნაკრები ჯგუფში ესპანეთს ერთი ქულით ჩამორჩება და 3 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ურთიერთშეხვედრაში მოგებული მატჩის ხარჯზე უსწრებს უკრაინის ნაკრებს, რომელმაც დღეს, ჩრდ. მაკედონია, 78-61 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას, 24 თებერვალს თბილისში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, 27-ში კი, უკვე სკოპიეში, საპასუხო მატჩში დაუპირისპირდება ჩრდ. მაკედონიელებს.

ფოტო: @FIBA





ჩვენ
















