ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს
30.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კარზე მომდგარი ევრობასკეტის წინ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა, 2021 წლის 1 დეკემბრის ღამის 12:00 საათია.  საერთო საარჩევნო კრება კი, 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

დღეს, პრეზიდენტობის კანდიდატად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ვიქტორ სანიკიძე დარეგისტრირდა. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ფედერაციის კანდიდატობის კანდიდატად, ერთბაშად, საარჩევნო სრულიფლებიანი ხმის უფლების მქონე, ორმა სუბიექტმა წარადგინა. ვიქტორ სანიკიძე, ს/კ რუსთავი-1991-ისა და ს/კ ქუთაისი-2010-ის კანდიდატია 11 დეკემბრის არჩებნებზე.


TSFF.Ge-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ მომენტისთვის, მხოლოდ ვიქტორ სანიკიძეა დარეგისტრირებული. იყრის თუ არა, ახალი ვადით კენჭს, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული, რომელიც ამ მომენტში ესპანეთიდან სამშობლოში ბრუნდება, სავარაუდოდ ხვალ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ასევე, ხვალინდელი დღის ბოლოს იქნება ცნობილი, წარადგენენ თუ არა სხვა, ახალ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ ვიქტორ სანიკიძე, ფედერაციის მართვის მორიგ საანგარიშო ციკლისთვის, პრეზიდენტობის ერთად-ერთი კანდიდატი იქნება.


მითითებულ ბმულზე, შეგიძლიათ ნახოთ, თუ ვინ ითვლება, საპრეზიდენტო არჩევნებში, სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე სტატუსის სუბიექტებად.