
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ დუბლინში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი, დიდი ანგარიშით 11-0 წააგო ირლანდიასთან. მართალია, ერთი გოლი, თანაც, პირველი საკუთარ კარში გავიტანეთ და დიდი ალბათობით, მე-4 წუთზე, თამაშის ასეთი განვითარებით გოგონები, რომლებსაც ძალიან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ, ცოტას დაიბნენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ორნიშნა რიცხვით, ქალთა ეროვნულ ნაკრებს კარგა ხანია, აღარ წაუგია... აქ, ერთადერთი ნუგეში, ალბათ ისაა, რომ ამავე ტურში, ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა, ნორვეგიასთან სახლში 0-10 წააგ, ლატვიამ კი, ინგლისში 20-0.
ალბათ, აქვე შეგახსენებ, რომ ჩვენი ნაკრები, შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრებშიც დამარცხდა. თუმცა, სექტემბერში, ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთ სამჭედლოსთან შვედებთან გასვლაზე მარცხი, 4-0 უფრო კანინზომიერება იყო, ოქტომბერში ფინელებთან სახლში, 0-3 წაგებული შეხვედრა და სლოვაკებთან გასვლაზე, 0-2, უფრო უიღბლობას შეზავებული გამოცუდელობა იყო. საქართველოს ქალთა ნაკრებში, თაობათა ცვლა მიდის და ბუნებრივია, პროცესი არ შეიძლება იყოს უმტკივნეული.
ვერ გეტყვით რამდენად შეიცვლებოდა სურათი, ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ის ფეხბურთელები რომ ჰყოლოდა, მაგალითად, თეონა თოდაძე, ლელა ჭიჭინაძე, იგივე ტატა მატვეევა (ეს სამი ტრავმების გამო აკლდა გუნდს) ან თუნდაც, გულნარა გაბელია, რომელიც პირადად ჩემთვის გაურკვეველი სიჯიუტის გამო, მას შემდეგ, რაც სფფ-მ მოქალაქეობის დაბრუნებიდან დაწყებული, მისი ყველა სურვილი აასრულა და დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, საქართევლოს რამდენიმე გზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელია, უბრალოდ გუნდში არ ჩამოდის. არა და, გამოცდილი გაბელია, საკმაოდ დიდი ძალა იქნებოდა ჩვენი ნაკრებისთვის.

არც ის ვიცი, რამდნეად მოახერხებდნენ თამაშში გარდატეხის შეტანას, ჩვენი ნაკრების გამოცდილი მცველები, ნათია სხირტლაძე, ანი პოღოსიანი ან თუნდაც, თამარ ქველიძე რომ ყოფილიყვნენ გამოძახებულნი... ვერც იმას დავიჩემებ, თუნდაც თეონა ბაქრაძეს, რომ ძირითადიდან დაეწყო თამაში, ანდა ნინო ჩხარტიშვილს (ორივეს უფრო მეტი გამოცდილება აქვს), პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომებისგან, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა, რამდენად დაზღვეულნი ვიქნებოდით... ვერც იმას, დავაბრალებთ, ჩვენს ყოფას, რომ ქალთა ნაკრებს, შესაკრებად დრო არ ჰქონდა, რადგან ეს დრო, ნამდვილად ჰქონდათ! შემადგენლობის შერჩევა და შემდეგ, ფეხბურთელებისთვის სათამაშო დროის მიცემა კი, მაინც საბოლოოდ, მწვრთნელების არჩევანი და გადასაწყვეტია...
ის, რომ წარუმატებლობის მიზეზები, უფრო სხვაგან უნდა ვეძებოთ. პირველ რიგში, გუნდს სპარინგები აკლია. ჩვენები, ტრადიციულად, ოფიციალურ თამაშებამდე (ძირითადად ახლი ციკლის დაწყებამდე) მაქსიმუმ 2 ამხანაგურ შეხვედრას და ისიც, ერთსა და იმავე გუნდთან (ასკობრივი ნაკრებების მსგავსად ერთდღიანი შუალედით), ძირითადად აზერბაიჯანთან ატარებენ, ალბათ, უნდა დამეთანხმნონ, რომ ეს, შორს ვერ წაგვიყვანს. ვერც ასე დაუსრულებლად გადადებული ჩემპიონატით გავაკეთებთ საქმეს. დავიჯერო, ვაჟთა სანაკრებო ფანჯრების დროს, ქალთა ლიგის, ქალთა ლიგა 2 ან თუნდაც, სათასო შეხვედრების ჩატარება, რა? პრობლემა იყო? აბა, გაიხსენეთ, კოვიდ პანდემიის მიზეზით, აგვისტოს შემდეგ, როდის განახლდა გათამაშება?
ისე, საფეხბურთო კულუარებიდან ვიცი, რომ კოვიდ პანდემიის მიზეზითვე, ქალთა ლიგა 2-ის გათამაშების ბოლო ტურები, 2022 წლისთვის გადაიდო, თასი კი - გაუქმდაო. არ ვიცი, ოფიციალურად, ჯერ ვერაფერი გავარკვიე, ამიტომ ამ თემაზე საუბარს მოვერიდები და იმედს ვიტოვებ, რომ მე შემეშალა. მოკლედ, მიზეზები, უფრო გლობალურია და ღრმა ანალიზს საჭიროებს, ვიდრე უბრალოდ, აქ, სოციალურ მედიაში აგორებული კამპანია, ქალი ფეხბურთელების „უპირობობაზე"! დამერწმუნეთ, ახლა, იმაზე უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე თუნდაც 5 წლის წინ იყვნენ, თუმცა, ძალიან, ძალიან ბევრი რამე არის აქაც შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი... ესეც, დროის ამბავია და ამის თქმის საბაბს, სხვისი მონაყოლით არა, საკუთარი თვალით ნანახი, 90-იანებში, ძველიდან (სსრკ-ს ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში) დამოუკიდებელ რელსებზე გადმოსული ქართული ფეხბუთი მაძლევს.
რაც შეეხებდა ირლანდიასთან თამაშს, გამომდინარე იქიდან, რომ მატჩის რეპორტაჟს, მხოლოდ უეფა-ს ტექსტურ-ლაივს ვუყურე, ვიტყვი, რომ მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებმა კარის მიმართულებით, კარის ჩარჩოში, მხოლოდ ერთხელ დაარტყა! აქ, კიდევ ერთი გარემოება, რამაც დარწმინებული ვარ ჩვენს გუნდზე იმოქმედა, დუბლინში შექმნილი გარემო იყო თამაშის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მინდორზე, ძალიან ცუდ ამინდში, ქალები თამაშობდნენ, „ტალა სტადიონზე", რომელიც 5947 გულშემატკივარზე გათვლილი, ცარიელი ადგილები, თითქმის არ იყო.
დანარჩენს უკვე, სათქმელი კი, საკმაოდ ბევრი მაქვს, ალბათ არა მედიითა და სოციალური ქსელით ვეცდები ადრესატებამდე მივიტანო. მომდევნო შეხვედრა, ჩვენს ნაკრებს 2022 წლის 7 აპრილს, სახლში, შვედეთის წინააღმდეგ ელით და იმედს ვიტოვებ, რომ მანამდე, გუნდში, ბევრი რამ რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ.
ფოტო: @BBC / @FAIreland





ჩვენ








