"დინამო თბილისმა" ლიგის მეოთხე მატჩიც წააგო
"დინამო თბილისმა" ლიგის მეოთხე მატჩიც წააგო
30.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთელთა კლუბმა „დინამო თბილისმა", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა წააგო. ამჯერად, დინამოელებმა, თბილისში, ოლიმპიკის საცურაო კომპლექსში, იტალიურ „ბრეშას" დაუპირისპირდნენ და 11-19 წააგეს.


სტუმრებმა ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთში გახსნეს და მალევე, 2 ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა, არც რევაზ იმნაიშვილმა დააყოვნა და სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. კიდევ ერთი გოლის გატანა, მეოთხედის მიწურულს, სანდრო ადეიშვილმა მოახერხა. მანამდე კი, „ბრეშამ" სამი შეგვიგდო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „ბრეშამ", თამაშის მოსაგებად პირველი განაცხადი მაშინ გააკეთა, როდესაც 1-5 წაიყვანა ანგარიში. დინამოელებისთვის შეთავაზებული ტემპიც იტალიურ კლუბს ბოლომდე ეჭირა. იტალიელები გვჯობდნენ ბევრ ასპექტში, მაგალითად კარში დარტმებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ, მთელი მატჩის მანძილზე იმდენჯერ დავარტყით კარის მიმართულებით, რამდენი გოლის საბოლოოდ, ჩვენს კარში გავიდა 19-32. აქედან, უშუალოდ კარის ჩარჩოში, ამ სტატისტიკით, ჩვენ უკეთ გამოვიყურებით, რადგან 16 დარტმიდან 11-მა მიზანს მიაღწია, „ბერშამ" კი, 27-დან 19-ჯერ.


სხვათა შორის, ისევე როგორც წინა თამაშებში და თუნდაც, კარის ჩარჩოში დარტყმული ბურთების მიხედვით, ნათელია, რომ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა, „დინამო თბილისის" მეკარე, ირაკლი რაზმაძე, რომლის სათვალავშიც დღეს, 8 „სეივი" მოდის.


ალბათ, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე გათამაშებაზე, წინა სეზონის მესამედაგილოსანი „ბრეშა", ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან" ერთად, A ჯგუფს ლიდერობს. შესაბამისად, არც ამ პოზიციის დათმობას აპირებდა და პერიოდიდან პერიოდამდე უპირატესობას ზრდიდა 2-5 /2-4 / 3-5 / 4-5 ასეთია მეოთხედების მიხედვით მატჩის სტატისტიკა. ბუნებრივია, მატჩის მსვლელობისას, გოლებშიც სხვაობა, 4-დან 7 ბურთამდე მერყეობდა.


მატჩის საუკეთესო წყალბურთელად იტალიელი ედუარდო დი სომა გახდა, რომელის ანგარიშზეც 4 გოლია. ჩვენი გუნდიდან კი, ყველაზე შედეგნმა მარკო ელაჩამ 3 გოლიგაიტანა. თუმცა, ისვეე როგორც სანდრო ადეიშვილმა. თბილისელთაგან თითო გოლის გატანა, რევაზ იმნაიშვილმა, ბესარიონ ახვლედიანმა და კლუბის ახალმა წევრმა არწიომ ძიხსიარენკამ მოახერხე. „ბრეშათან" დუბლი, იოვან სარიჩმა გაიფორმა.


სხვათა შორის, დღეს, „ბრეშას" შემადგენლობაში, ყოფილმა დინამოელმა და საქრათველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბორის ვაპენსკიმაც ითამაშა. ჩვენიანმა კარის მიმართულებით 2-ჯერ დაარტყა თუმცა, შედეგს ვერ მიაღწია.

ამ შეხვედრის შემდეგ, დინამოელებს 0 ქულა აქვთ და ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს კი, „დინამო თბილისი" 14 დეკემბერს ბელგრადში გამართავს და „რადნიჩკის" შეხვდება, წლის ბოლო დაპირისპირებას კი, დინამოელები, თბილისში, 22 დეკემბერს გამართავენ და „ნოვი ბელგრადს" შეხვდებიან.