
ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, დღეს, 24 თებერვალს, „დავით პეტრიაშვილი არენაზე" საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, ამ ტიტულისთვის ერთმანეთს, ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა" დაუპირისპირდნენ.
ახალი სეზონის სტარტზე, გასული წლის ყველაზე წარმატებული გუნდების დაპირისპირება არც თუ სანახაობრივი გამოვიდა. გოლები, მხოლოდ თამაშის მიწურულს გავიდა. შეხვედრის 77-ე წუთზე ანგარიში, „ჩიხურას" ფეხბურთელებმა გახსნეს. საქართველოს 2018 წლის საუკეთესო მეკარის როინ კვასხვაძის კარში გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა. თუმცა, ქუთაისელებმა, 9 წუთში ანგარიშში წონასწორობა აღადგინეს. 86-ე წუთზე საჩხერელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით, გიორგი კუხიანიძემ კარგად ისარგებლა და ჰამზიჩს პირველი გოლი გაუტანა. მატჩის მთავარი მსაჯის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ დამატებულ დროში კი ლევან კუტალიამ, „ჩიხურას" კარში მეორე გოლი გაიტანა და ტორპედოელებს, ნანატრი სუპერთასი მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ არსებობის ისტორიაში „ტორპედონ" ეს ტროფეი პირველად მოიგო. საქართველოს სუპერთასი და ფულადი ჯილდო, 50000 ლარი, „ტორპედოს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშილმა გადასცეს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ტორპედოსთან" ერთად, ახალი ისტორია დაიწერა, რისი ნაწილიც ვარ და ჩემი წვლილიც მიმიძღვის ამ ყველაფერში. ეს წარმატება მინდა „ტორპედოს" ყველა გულშემატკივარსა და მთლიანად ქუთაისს მივულოცო. მადლობა, ქუთაისის „ტორპედოს" ყველა ფეხბურთელს და მომუშავე პერსონალს. ჩვენ, ყველამ ერთად გავიმარჯვეთ და კიდევ, ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ძალა, ერთობაშია და წინ, უფლის წყალობით, კიდევ ბევრი წარმატება გველოდება", - ამბობს tsff.ge-სთან საუბარში როინ კვასხვაძე.
სუპერთასის მატჩი გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
„ტორპედო": კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, კაპანაძე (64' ბოხაშვილი), კუხიანიძე, გურული, კუტალია, დოლიძე (78' სარდალიშვილი), ქიმაძე, გიგაური, ტუღუში (59' წიქარიძე)
„ჩიხურა": ჰამზიჩი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, გაბედავა (43' პედრო გუგა), ლექვთაძე (64' ბუღრიძე), კაკუბავა, იონანიძე (70' კახაბრიშვილი), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, დავით ჩიგოგიძე, ზაზა ფიფია, ალექსანდრე აფციაური, ჯენერი ხორავა, გიორგი ავაზაშვილი
გაფრთხილება: 15' მარკოზაშვილი, 81' ჩიკვაიძე, 90+1' კუტალია





ჩვენ








