
ვიქტორ სანიკიძის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად პაატა გურასპაული დარეგისტრირდა. ამის შესახებ, განცხადებას კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენმა, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ესპანეთში იმყოფებოდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე განაცხადი, რეგისტრაციის დასრულებამდე, რამდენიმე საათით ადრე, თბილისში დაბრუნებისთანავე გააკეთა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციაში, პაატა გურასპაულის კანდიდატურა, დღეს, 1 დეკემბერს, სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრმა, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, საპრეზიდენტო არჩევნებში, ვიქტორ სანიკიძე დაარეგისტრირეს. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა კი, დღეს, ღამის 12:00 საათზე იწურება.
ახალი, 4-წლიანი ვადით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ასარჩევად, საერთო საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერს 13:00 საათზე არის დაგეგმილი და ის „ქორთიარდ მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
აქვე, მითითებულ ბმულზე, შეგიძლიათ ნახოთ, თუ ვინ ითვლება, საპრეზიდენტო არჩევნებში, სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე სტატუსის სუბიექტებად.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








