ოთხი ქართველი UWW-ს განახლებულ რეიტინგში
ოთხი ქართველი UWW-ს განახლებულ რეიტინგში
02.12.2021
ავტორი: მამუკა აფციაური

გენო პეტრიაშილმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური  თამაშების ვერცხლის პრიზიორმა 2021 წელი, წონის ლიდერად დაასრულა. მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2021  წლის სეზონის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და გენოც, კიდევ სამ ქართველ მოჭიდავესთან ერტად, წონის top 3-ეულში მოხვდა.


აღსანიშნავია, რომ გენომ წლევანდელი შედეგებით უმძიმეს წონაში მეორე პოზიციაზე გასულ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ირანელი ამირ ჰუსეინ ზარესა და წლის შედეგების მესამე ადგილოსან თურქ ტაჰა აკგულის უსწრეს. ქართველმა მიმდინარე წესლ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიურ თამაშებზე - ვერცხლი.


79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე განახლებულ რეიტინგში, მეორე ადგილზეა. ამბროლაურელი ფალავანი, რომელმაც წლეულს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მხოლოდ ამერიკელ  ჯორდან ბაროუზს ჩამორჩება.


ასევე მეორე ნომერია, ბერძნულ-რომაული სტილით  მოჭიდავე, 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და უფროსებში მსოფლიოს ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლერი აბულაძე, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში.


მეორე პოზიციას იკავებს 130 კილოგრამში, მოასპარეზე, იაკობ ქაჯაია, რომელმაც 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. წყალტუბოელმა მძიმეწონოსანმა ევროპის ჩემპიონატიც ვერცხლით ჩაამთავრა. მსოფლიოზე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.