
„დინამო თბილისის" აკადემია ახალ ტურნირს უყრის საფუძველს. 3-დან 5 დეკემბრის ჩათვლით აკადემიის მთავარ საფეხბურთო მოედანზე, 15-წლამდე გუნდებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. „დინამოს თასი 2021"-ში, მასპინძელი, „დინამო თბილისის" 15-წლამდე გუნდის გარდა, მონაწილეობას აზერბაიჯანის „გაბალა", ვილნიუსის „ატეიტისი" და რიგის „რიგა" მიიღებენ.
მონაწილე გუნდები, ტურნირის საწყის ეტაპზე ერთ წრედ ითამაშებენ და ყველა გუნდი 3-3 შეხვედრას გამართავს. ამის შემდეგ, 5 დეკემბერს პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალურ მატჩს ითამაშებენ, მე-3 და მე-4 ადგილზე გასული გუნდები კი, მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. ტურნირის დებულებიდან გამომდინარე წრიული ეტაპის თამაშებში გუნდები ორ 30-წუთიან ტაიმებს ითამაშებენ. ასპარეზობის ბოლო დღეს კი, ფინალური და მესამე ადგილისთვის დაპირისპირებებში მატჩებში ტაიმების ხანგრძლოვობა 35 წუთი იქნება.

თამაშების განრიგი
3 დეკემბერი
17:00 „დინამო თბილისი" - „ატეიტისი"
18:45 „გაბალა" - „რიგა"
4 დეკემბერი:
10:00 „რიგა" - „დინამო თბილისი'
11:45 „გაბალა" - „ატეიტისი"
17:00 „ატეიტისი" -„რიგა"
18:45 „დინამო თბილისი" - „გაბალა"
5 დეკემბერი
11:00 მესამე ადგილისთვის მატჩი
13:00 ფინალური მატჩი
„დინამო თბილისის აკადემიის" ოფიციალური გვერდის ცნობით, ლურჯ-თეთრ ფერებს ტურნირზე ლუკა ხელაშვილი, მათე საური, დათო ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, გიორგი ხუფენია, ნიკა ბენდიანიშვილი, სოსო მესტიაშვილი, რატი გრიგალავა, გიგი გაბრიაძე, ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ვახტანგ სალია, ბექა ბურდიაშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუხრაშვილი, მიხეილ საჯაია, ლაშა პატარკაციშვილი, თემურ ოდიკაძე, ალექსანდრე თურქია და ლევან ნაჭყებია დაიცავენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი - ვასილ გეგუჩაძეა.

#DinamoAcademy #FutureStartsHere #U15Dinamo #DinamoCup2021





ჩვენ








