„დინამო თბილისი“ და „რიგა“ „დინამოს თასი 2021“-ზე დაწინაურდნენ
„დინამო თბილისი“ და „რიგა“ „დინამოს თასი 2021“-ზე დაწინაურდნენ
03.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „დინამო თბილისის აკადემიაში" სტარტი აიღო ახალმა საერთაშორის ტურნირმა 15-წლამდე ფეხბურთელებს შორის. როგორც უკვე გაუწყებდით, ტურნირში, მასპინძელი „დინამო თბილისის აკადემიის" გარდა, „გაბალა", „რიგა" და „ატეიტისი" მონაწილეობენ. ოთხთა ტურნირში მოასპარეზე გუნდები, თავდაპირველად წრიული სისტემით უპირისპირდებიან ერთმანეთს, შემდეგ კი, 1-2 ადგილზე გასული კლუბები ტურნირის გამარჯვებულს, 3-4 ადგილოსნები კი, მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ასპარეზობის პირველ დღეს, „დინამო თბილისის აკადემიის" მთავარ მოედანზე, ორი შეხვედრა გაიმართა. თავდაპირველად, მასპინძლები, „დინამო თბილისის" აკადემიის გუნდი, ლიეტუვას „ატეიტისს" დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა, სტუმრებსაც ჰქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, რომლის დროსაც ჩვენმა მეკარემ იყოჩაღა. საკმაოდ ცივ ამინდში, მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, დინამოელებმა 2 გოლი გაიტანეს. ჯერ ვახო სალიამ აიღო მეტოქის კარი, შეხვედრის ბოლო წუთზე კი ლუკა შაშიაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ტურნირის პირველი შეხვედრაც „დინამო თბილისმა" 2-0 მოიგო. ხვალ კი, ვასილ გეგუჩაძის გუნდ, იდილის 10:00 საათზე ვასილ „რიგას" დაუპირიპისრდება. ხვალვე, 18:45 საათზე დინამოელები, ბოლო შეხვედრაში,  „გაბალას" დაუპირისპირდებიან.




პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, 1 მოგება უწერია აქტივში, „რიგასაც", რომელმაც დღეს, „გაბალასთან" თამაშის შემოტრიალება მოახერხა. დღის მეორე დაპირისპირებაში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა. პირველი გოლის ავტორმა, იბრაჰიმლიმ. კიდევ 3 წუთში დუბლი შეასრულა და „გაბალა" დააწინაურა. რიგელებს გონზე მოსასვლელად, რამდენიმე წუთი და მხოლოდ, 2 კონტრშეტევა დასჭირდათ, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ. მე-12 წუთზე, ტაბლოზე, უკვე საყაიმო ანგარიში, 2-2 იყო. ლატვიელებმა, აზერბაიჯანელთა დაბნეულობით ისარგებლეს და მოუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობას ჩვენი მეზობლები ფლობდნენ, ამ ტაიმში, მესამე გოლიც გაუტანეს და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს. რიგელთაგან გოლები კი ბაღდასარიანმა, გალარვიმ და პუტრანასმა გაიტანეს. მეორე ტაიმში, მეტი გოლი აღარ გასულა. „რიგამ" 2-3 მოიგო და ხვალ დღის პირველ შეხვედრაში, ჩვენს გუნდს დაუპირისპირდება.




ხვალინდელი თამაშების განრიგი:

4 დეკემბერი:

10:00 „რიგა" - „დინამო თბილისი'

11:45 „გაბალა" - „ატეიტისი"

17:00  „ატეიტისი" -„რიგა"

18:45 „დინამო თბილისი" - „გაბალა"


შეგახსნეებთ, რომ ტურნირის დებულებიდან გამომდინარე წრიული ეტაპის თამაშებში გუნდები ორ 30-წუთიან ტაიმებს ითამაშებენ. ასპარეზობის ბოლო დღეს კი, ფინალური და მესამე ადგილისთვის დაპირისპირებებში მატჩებში ტაიმების ხანგრძლოვობა 35 წუთი იქნება.