საჭიდაო ამბები კიევიდან
საჭიდაო ამბები კიევიდან
25.02.2018
ავტორი:

კიევის საერთაშორისო ტურნირზე დღეს მორიგი საასპარეზო დღე იყო. ისევე, როგორც პირველ დღეს, ამჯერადაც, 24 თებერვალს, ტურნირში მონაწილე დელეგაციები, ორგანიზებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ტექნიკურ პრობლემებს, არაობიექტური მსაჯობაც ერთვის, რისი „მსხვერპლიც" ქართველი ფალავანი, ზურაბ იაკობაშვილი გახდა. ქართველს ფალავანს, რომელიც მისთის განსხვავებულ 70 კგ წონაში ჭიდაობს, დღეს, ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში უკრაინელ ანდრეი კვიატაკოვსკისთან, მნიშვნელოვანი ქულა არ ჩაუთვალეს და ახლა, იაკობაშვილს, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის მოწუევს ბრძოლა.

კიევის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მედალი ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მისთვის ახალ 65 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კიდევ ერთმა გორელმა ფალავანმა, თეიმურაზ ვანიშვილმა, რომელმაც სხვათა შორის ლადოს წონაში (57კგ) იჭიდავა ვერცხლის მედალი აიღო.

2 ვერცხილის მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭდავეთა ანგარიშზე. კლასიკებიდან ვერცხლის მედლები, 55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ, 82-ში კი ზურაბ დათუნაშვილმა  აიღეს. 23-წლამდე მოჭიდავეთა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ და  72 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი არავის დაუთმო. ქართველმა ფალავანმა ფინალში, უკრაინელი დიმიტრი პინკოვი დაამარცხა.

კლასიკებიდან, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა 67 კგ წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძემ. კიდევ ერთი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭდავე იბრძოლებს ხვალ მედლის მოსაპოვებლად. 130 კგ წონით კატეოგორიაში, ბრინჯაოსთვის იაკობ ქაჯაია იასპარეზებს.

ხვალ გაირკვევა თუ რომელი ყალიბის მედალს დაეუფლებიან, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, 125 კგ-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშილი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 61კგ-ში ბექა ლომთაძე.

1 წლიანი შესვენების შემდეგ, ხალიჩაზე დაბრუნებული, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ოლიმიური თამაშებისა და მსოფლიოს პრიზიორი დავით მარსაგიშვილი ხვალმ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძლებს. მოჭიდავე, რომელიც ტრადიციულად 86 კგ-ში ასპარეზობდა, ამჯერად 92 კგ-ში გამოვიდა და აზერბაიჯანული ეროვნების ოლიმპიურ ჩემპიონთან, დაძაბული და თანაბარი ბრძოლის შემდეგ დასთმო, მხოლოდ, ფინალში გადასასვლელი შეხვედრა.

კიევის ტურნირში, 37 ქვეყანა მონაწილეობს, სპორტსმენთა შორის, მსოფლიოს 4 მოქმედი ჩემპიონი, 3 მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და ბევრი ტიტუოლოვანი ფალავანია.