„დინამო თბილისი“ და „რიგა“ „დინამოს თასის ფინალს ითამაშებენ
„დინამო თბილისი“ და „რიგა“ „დინამოს თასის ფინალს ითამაშებენ
04.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" აკადემიაში, ახალი საერთაშორისო ტურნირის, „დინამოს თასი 2021"-ის გათამაშების მეორე საასპარეზო დღეს, გუნდებმა 2-2 შეხვედრა ჩაატარეს. დილის „სესიაზე" პირველად ერთმანეთს, „დინამო თბილისი" და „რიგა" დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ გუნდებმა, პირველი მატჩები მოიგეს და ტურნირსაც ლიდერობდნენ. თუმცა, ამ შემხვედრაში, უკეთესად დინამოელებმა ითამაშეს, რომლებიც მთელი მატჩის მანძილზე ფლობდნენ უპირატესობას და ანგარიშის გახსნაც, პირველ ტაიმში მოახერხეს.  ანგარიში, ალექსანდრე თურქიამ გახსნა. მეორე ტაიმში კი, რიგელებმა წონასწორობის აღდგენა, დანიილს პუტრანსის გოლით მოახერხეს, 11-მეტრიანით. მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა, თბილისელებმა გოლის გატანა მატჩის ბოლო წუთებამდე ვერ შეძლეს. ტურნირზე მეორე გამარჯვება კი თემურ ოდიკაძის გოლით მოიპოვეს.

დღის პირველ სათამაშო ფანჯარაში, „გაბალა" და „ატეიტისს" დაუპირისპირდა და როგორც ტურნირის სასტარტო შეხვედრაში აქაც, პირველ ტაიმში, რამდენიმე წუთიამ მონაკვეთში, 2-ბურთიან უპირატესობას დაეფლნენ. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ჩვენმა მეზობლებმა, ამჯერად, ანგარიში არა მხოლოდ შეინარჩუნეს, არამედ, გაზარდეს კიდეც, და შეხვედრის 4-1 მოგებაც შეძლეს.  წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. გოლები ვილნიუსელთა კარში გადირ რამაზანოვმა, ჯალალ იბრაჰიმლიმ, ადალათ აჰმადოვმა და ბურქან ილქინმა გაიტანეს. საპასუხოდ ერთი გოლი იუსიუს ოტასმა ჩაიწერა აქტივში.


მომდევნო სათამაშო ფანჯარაში კი, „რიგისა" და „ატეიტისის" შეხვედრა ფრედ დასრულდა. დინამოელებმა კი, „გაბალას" 3-0 აჯობეს. შესაბამისად, 6 ქულა დააგროვეს და ხვალ ფინალში, რომელიც 13:00 დაიწყება „რიგას" შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ, 4 ქულა დააგროვა.


ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა „გაბალა" 3 ქულით, ვილნიუსურმა კლუბმა კი, ყველა თამაში წააგო და 0 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა. თუმცა, ხვალ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, „ატეიტისს" გაბალელებთან, რევანშის აღების შანსიც აქვთ და საბოლოოდ, მესამე ადგილის დაკავებისაც.


5 დეკემბერი:

11:00 მესამე ადგილი / „გაბალა" - „ატეიტისი"

13:00 ფინალი / „დინამო თბილისი" - „რიგა"



 #DinamoCup2021 #DinamoAcademy