„აგორა“ ფუტსალის ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს
„აგორა“ ფუტსალის ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს
25.02.2018
ავტორი:

დღეს, 25 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017-18 წლების  სეზონის  მორიგი   სათამაშო  დღეა.   მე-6 ტურის შეხვედრებს,   ვერცხლისა და   სუპერლიგის  გუნდები  გამართავენ. 27 თებერვალს კი, ქუთაისის სპორტის სასახლეში, ფუტსალის ლიგის XI ტური „მართვესა" და  „აფხაზეთის"  დაპირისპირებით  დაიწყება.

მე-10 ტურის შემდეგ კი ფუტსალის ლიგის გათამაშებას „აგორა" ლიდერობს. გთავაზობთ, Sbm.ge-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვას მე-10 ტურის შესახებ.

***

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  X  ტურმა  სტარტი „აფხაზეთისა"  და „თელასის" დაპირისპირებით აიღო.  მოქმედმა  ჩემპიონმა  „აფხაზეთი"  დაძაბულ  ბრძოლაში  4:2  დაამარცხა. თელასის  რიგებიდან  დუბლი  კახა  მაისიაიმ  გაიფორმა.

უხვგოლიანი  გამოდგა  მატჩი  „თბილისსა"  და „კოლხს"  შორის, რომელშიც   „კოლხმა" დიდი ანგარიშით 15:5 იმარჯვა. დაახლოებით მსგავსი ანგარიში დაფიქსირდა კიდევ ერთ შეხვედრაში. ბსუ-მ  12:5   მოუგო „მართვეს".  შავიზღვისპირელთა შემადგენლობიდან  ჰეთრიკი  გოჩა  გაბუნიამ  შეასრულა,  „მართვეს" მოთამაშე ოთარ  ბერეჩიკიძე საკუთარ გუნდს, ასევე  სამი  გატანილი გოლით  დაეხმარა. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფუტსალის  ლიგის  X  ტური ცენტრალური  მატჩში ერთმანეთს, სატურნირო  ცხრილში  I-II ადგილზე  მყოფი  გუნდები   „აგორა" და  „ტატიშვილი" დაუპირისპირდნენ.  დაძაბული და  საინტერესო  შეხვედრა  აგორას  გამარჯვებით  2:1  დასრულდა. ამ მატჩში დუბლით  „აგორას"  მოთამაშის ჯანო  გიორგაიას ანგარიშზეა. მედიკოსთაგან კი ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი  გიორგი  სილაგავა იყო. ამ  გამარჯვების შენდეგ,  „აგორა"  25 ქულით სატურნირო  ცხრილში  კვლავ ინარჩუნებს  პირველობას   და  უახლოეს  მდევარს,  სტუ-თელასს სამი  ქულით უსწრებს. 

„როგორც  მოველოდით  ურთულესი  თამაში  იყო. "ტატიშვილი" ძლიერი  გუნდია, შარშანდელი  ვიცე-ჩემპიონია  და  დაძაბული  თამაში  გამოვიდა.  ყველა  თამაშში  მოსაგებად  ვიბრძვით, მაგრამ დღევანდელ  შეხვედრაში  ფრეზეც  კმაყოფილები  ვიქნებოდით. თუმცა, ბოლომდე  ვიბრძოლეთ და  ის  საჭირო  ქულები  მოვიპოვეთ. საკმაოდ  კომფორტული  უპირატესობა  გვაქვს  მოწინააღმდეგებთან.   ჩვენი  გუნდის  მთავარი  ნაკლი  დღევანდელ  შეხვედრაში  საგოლე  მომენტების  რეალიზაცია  იყო, ასევე  ცუდი  ჯარიმები  ავიღეთ, რასაც  საპასუხოდ  გოლი  მოყვა", - ამბობს, ლაშა  სიგუნავა, „აგორას" ფეხბურთელი.

„პირველ  რიგში  მინდა  მადლობა  გადავუხადო  ჩემს  ბიჭებს, მეორე  ტაიმისთვის,  პირველი  ნახევარი  აშკარად  ჩავაგდეთ. მოგეხსენებათ, გუნდში  საკმაოდ   დიდი  საკადრო  პრობლემები  არის. გვყავს, ტრამვირებული  მოთამაშეები. მეტოქემ დაიმასახურა მოგება,  ჭკვიანური  და  გააზრებული  თამაში  აჩვენა.   მართალია,  მნიშვნელოვანი  იყო  ის  სამი  ქულა, რომელიც  შეგვეძლო  მოგვეპოვებინა, თუმცა  ყველაფერი  წინ  არის", - ამბობს ბექა  ონიანი,  „ტატიშვილის" მოთამაშე.