
„დინამოს თასი 2021" თბილისში დარჩა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული საფეხბურთო კლუბის აკადემიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 15-წლამდე კლუბები მონაწილეობდნენ, „დინამო თბილისის" გამარჯვებით დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში „დინამო თბილისი", „რიგას" დაუპირისპირდა. კლუბების პირველი შეხვედრა ამავე ტურნირზე დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებითაც დასრულდა. შესაძლოა ამიტომაც, მასპინძელმა კლუბმა თამაში მშვიდად დაიწყო და სრულიად, მოულოდნელად საკუთარ კარში სწრაფი გოლი მიიღო. ლატვიელები ანგარიშში კი, დაწინაურდნენ, მაგრამ თბილისელები მთელი მატჩის მანძილზე სრულ უპირატესობას ფლობდნენ. შესაბამისად, სტუმრები ხშირად უხეშობდნენ და დინამოელთა ამ ავანტიურაში ჩართვასაც ცდილობდნენ, რაც გამოუვიდათ კიდეც, ვინაიდან, ერთ-ერთ მომენტში დინამოელებს ფეხბურთელი გაუძევეს. თუმცა, მალევე, ლატვიელთა გუნდიდანაც მოუხდა ერთ მოთამაშეს მინდვრის დატოვება. თამაში კი, ჩვეულ კალაპოტში გაგრძელდა და ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტების დროს, დანიილს პუტრანსმა დუბლი გაიფორმა, ეს კი, შეხვედრის 89-ე წუთზე მოხდა და შესაბამისად, თბილისელთა იმედიც თითქოს გადაიწურა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ 5 წუთში ჯერ, ლუკა ბუბუტეიშვილის, შემდეგ კი, ვახო სალიას გოლებით „დინამო თბილისმა" შეხვედრის 11-მეტრიანების სერიაში გადაყვანა მოახერხა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
საკმაოდ დრამატულ პენალტების სერიაში კი, „დინამო თბილისის" მეკარის მათე საურის კარგი თამაშით, რომელმაც ორი 11-მეტრიანის მოგერიება მოახერხა, თბილისელებმა 3-2 გაიმარჯვეს და პირველი ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
დრამატული გამოდგა მესამე ადგილისთვის შეხვედრა, რომელშიც „გაბალა", „ატეიტისს" დაუპირისპირდა. ამ მატჩამდე, გუნდები ერთმანეთს, ერთი დღით ადრე ჯგუფური ეტაპის დროსაც შეხვდნენ და მაშინ, მატჩი გაბალელებმა 4-1 მოიგეს. ამჯერადაც, რა დასამალია და აზერბაიჯანული გუნდი მთელი თამაში უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება ლიეტუველებს დარჩათ. ბალტიისპირელებმა, 3-2 გაიმარჯვეს. ამ დრამატულ შეხვედრაში, ანგარიში ავტოგოლით და თანაც, სწრაფი ავტოგოლით გაიხსნა. ლიეტუველ მცველებს ბურთი საკუთარ კარში ჩაეჭრათ. თუმცა, აზერბაიჯანელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და ზუსტად წუთნახევარში, თითქმის იდენტურ ვითარებაში, ამჯერად თავად გაიტანეს საკუთარ კარში, 1-1. ამის შემდეგ, ჩვენმა მეზობლებმა მოახერხეს ანგარიშში დაწინაურება, თუმცა „ატეიტისმა", მეტოქის იშვიათი შეცდომებით კარგად ისარგებლა (მთელი მატჩის მანძილზე სულ 4-ჯერ მოახერხეს მათ „გაბალას" კარში დარტყმა) და დარჩენილ დროში, კიდევ ორი გოლი გაიტანა, რაც მათთვის, ქართულ ტურნირზე მესამე ადგილის ტოლფასი გამოდგა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული „დინამო თბილისის" გარდა, ორგანიზატორება მატჩის საუკეთესო მეკარე - მათე საური („დინამო თბილისი"), მცველი- მანტას იაკიმავიჩუსი („ატეიტისი"), ნახევარმცველი - გადირ რამაზანოვი („გაბალა"), თავდამსხმელი - არამ ბაღდასარიანი („რიგა")დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი „დინამო თბილისის" 15-წლამდე გუნდის წევრი ლექსო ფეიქრიშვილი გახდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |






ჩვენ




















