
საქართველოს ნაკრები იმ 16 ქვეყნის გუნდს შორის არის, რომელიც ATPCup2022-ის, რიგირთ მესამე ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ასპარეზობა სიდნეიში, 2022 წლის 1-დან 9 იანვრის ჩათვლით გაიმართება, თუმცა, გუნდები, ავსტრალიაში შეკრებას, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოდან დაიწყებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე და ATP Cup გუნდის ახალი წევრი საბა ფურცელაძე სიდნეიში 27 დეკემბერს გაემგზავრებიან.
აღსანიაშნავია, რომ FedEx ATP-ის რეიტინგის ტოპ 20-დან 18 ATPCup2022-ის გათამაშებაში მონაწილეობს. მაგალითად, სერბეთი, რომელსაც მსოფლიო რეიტინგის #1 ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაუდგება სათავეში, A ჯგუფში, ნორვეგიის, ჩილესა და ესპანეთის ნაკრებეთან ერთად იასპარეზებს. სხვათა შორის ორი წლის წინ, სერბეთმა აღნიშნული თასის პირველი გათამაშება მოიგო და ფინალში, სწორედ ესპანეთი დაამარცხა.
B ჯგუფში იასპარეზებს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი დანილ მედვედევი და მე-5 ჩოგანი ანდრეი რუბლიოვი შედიან. რუსები იტალიის, ავსტრიისა და ტურნირის მასპინძლელი, ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობენ.
არანაკლებ საინტერესო იქნება C ჯგუფი, სადაც გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ალექსანდრ ზვერევი ითამაშებს. ჯგუფში კი კანადა, დიდი ბრიტანეთი და აშშ დაწყვილდნენ. ჩვენთვის საინტერესო D ჯგუფში, სადაც საქართველო ბოლოს გადანაწილებული გუნდი იყო წილისყრის დროს და რომელშიც ლიდერი, ჩვენი ქვეყნის ნომერი პირველი ნიკოლოზ ბასილაშვილია, ჯგუფში, პირველ ნომრად განთესილ საბერძნეთსაც დაუპირისპირდება, თავის სტეფანოს ციციპასიანად. ამ ჯგუფში პოლონეთისა და არგენტინის გუნდებიც იასპარეზებენ.

ტურნირი, რომელიც სიდნეის Ken Rosewall Arena-სა და Qudos Bank Arena-ს კორტებზე გაიმართება, თავდაპირველად 4 ჯგუფში გამოავლენს საუკეთესოებს. სწორედ, ჯგუფებში გამარჯვებულები გამოავლენენ 1/2 ფინალისტებს, რომლებიც საბოლოოდ მთავარი ტროფეისთვის გააგრძელებენ ასპარეზობას. ტურნირის ფორმატის შესაბამისად, ყველა მატჩის დროს ჩატარდება სამი თამაში, ორი ერთეულთა შორის და ერთიც წყვილთა შორის. აქედან, თავდაპირველად იასპარეზებენ, გუნდების მეორე ნომერი ჩოგბურთელები, შემდეგ, საქმეში პირველი ნომრები ჩაერთვებიან და ბოლოს ჯერი წყვილებზე დადგება.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზეა, ATPCup2022-ის გათამაშებაზე მე-14 ნომრად განთესეს.
ATPCup2022-ის გარდა, საახალწლო დღეებში, ადელაიდასა და მელბურნში, ATP 250-ის რამდენიმე ღონისძიებაც გაიმართება.
ტურნირში მონაწიელ გუნდების სრული შემადგენლობები
Photo Credit: ATP / Jaimi Chisholm/Getty Images





ჩვენ








