
დღეიდან, 7 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით, ტაშკენტი ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, საქართველოს ნაკრები, ასპარეზობაში 9 დეკემბრიდან ჩაერთვება. კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ჩემპიონატში ასპარეზობიდან თავი შეიკავა. მაგალითად, ტაშკენტში არ იქნებიან ჩინელები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, აუცილებელი ერთთვიანი კარანტინის გავლა უწევდათ. უზბეკეთში არ ჩადიან არც აფრიკული კონტინენტის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები, სადაც კონკრეტულ მომენტში, კორონავირუსის ომიკრონ-შტამი მძვინვარებს. მიუხედავად ამისა, ძალოსნობაში, რიგით 86-ე, ვაჟთა შორის და 29-ე ქალთა შორის ჩემპიონატებზე, მონაწილეობას 74 ქვეყნის 432 სპორტსმენი მიიღებს, . გათამაშდება მედლების 20 კომპლექტი შესაბამის წონით კატეგორიებში, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის.
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის, ჩვენები გუშინ გაემგზარნენ თბილისიდან და ასპარეზობას 9 დეკემბრიდან დაიწყებენ. 2021 წლის დასკვნით შეჯიბრზე ქართველი ძალოსნები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 10 სპორტსმენით წარსდგებიან.
9 დეკემბერი 18:00 საათი
61 კგ - შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი
10 დეკემბერი 18:00 საათი
73 კგ - კახი ასანიძე
13 დეკემბერი 15:00 საათი
89 კგ - რევაზ დავითაძე
14 დეკემბერი 07:30 საათი
96 კგ - ირაკლი გობეჯიშვილი
14 დეკემბერი 12:00 საათი
96 კგ - ანტონ პლესნოი
15 დეკემბერი 12:00 საათი
102 კგ - ზაზა ლომთაძე. ირაკლი ჩხეიძე
17 დეკემბერი
09:00 საათი
+109 კგ - ბაქარ თურმანიძე
17 დეკემბერი
15:00 საათი
+109 კგ - ლაშა ტალახაძე
ჩვენს ნაკრებთან ერთად იმყოფება ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მონაწილეობას, IWF-ის კონგრესშიც მიიღებს, რომლის დროსაც, ძალოსნობის მსოფლის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ. IWF-ის კონგრესი 2-3 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, ორგანიზაციის ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტობის ყველა დამოუკიდებელი კანდიდატი, სავალდებულოა გადამოწმდეს.





ჩვენ








