
კიევის საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებებმა 7 მედალი - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. თუმცა, ობიექტური მსაჯობის შემთხვევაში, მედლები სხვა ყალიბის უნდა ყოფილიყო. ექსცესის გარეშე, კიევის საერთაშორისო ტურნირზე, არც დღევანდელმა დღემ ჩაიარა. გენო პეტრიაშვილისა და უკრაინელი სპორტსმენის დაპირისპირება უხერხულოი ინციდენტით დაიწყო. ტურნირის მასპინძელი, ოლექსანდრ ხოციანოვსკი ქართველ ფალავანს აშკარად ჩხუბში იწვევდა, თუმცა პეტრიაშვილმა მეტოქეს პატივისცემის ნიშნად ხელი გაუწოდა. მიუხედავად ამისა, 125 კმ წონით კატეგორიაში, ფინალის მსაჯების სიმპათიები აშკარად არ იყო ქართველი სპორტსმენის მხარეს. შედეგად, გენო პეტრიაშვილი მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ვერცხლის მედალს დაეუფლა 61 კგ წონით კატეგორიაში ბქა ლომთაძე, რომელიც წინა დღით, მიღებული ფეხის ტრავმის გამო, ფინალში საასპარეზოდ არ გამოცხადდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები ჯუმბერ ყველაშვილი (79 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (125 კგ) გახდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ყველაშვილმა (79 კგ) 3-1 მოუგო იაპონელ იაიურო იამასაკის, 92 კგ-ში მწითურმა თანაგუნდელი დავით მარსაგიშვილი მინიმალური ანგარიშით 4-3 დაამარცხა, მძიმეწონოსანმა მეშვილდიშვილმა ირანელ იადოლა მოჰებს 8-5 სძლია.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან განსხვავებით, კიევის საერთაშორისო ტურნირზე, კლასიკებმა ოქროს მედლის მოგება მოახერხეს. ტურნირის გამარჯვებული ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძე (67 კგ) გახდა. მან ფინალში ფრანგი მამადას სილა წმინდად დაამარცხა. მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) უკრაინელ მიკოლა კუჩმას 3-1 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საერთო ჯამში, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების სათვალაშვი 12 მედალი - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 152 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა მასპინძელ უკრაინას, პირველზე კი აზერბაიჯანი გავიდა 171 ქულით.
შეგახესენებთ, ტრადიციული, რიგით 22-ე კიევის საერთაშორისო ტურნირი უკრაინის დედაქალაქში 22-25 თებერვალს გაიმართა და მასში, 29 ქვეყნის 400-ამდე ფალავანმა მიიღო მონაწილეობა.





ჩვენ








