17-წლამდელების საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს

08.12.2021
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 19-წლამდელთა შემდეგ, 2023 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა, სადაც, საქართველოს 17-წლამდე ეროვნული გუნდის მეტოქეები გამოვლინდა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს, საკვალიფიკაციო რაუნდში - ინგლისი, ისრაელი და ლიეტუვა დაუპირისპირდებიან.
მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.





ჩვენ








