
დღეს, ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონში, დასკვნითი ეტაპის ზედა ჯგუფის ბოლოსწინა ტური გაიმართა. თამაშები თბილისსა და ხობში ჩატარდა.
ხობის „კოლხეთმა" პაატა თათარაშვილის სახელობის სტადიონზე თბილისის „ნიკეს" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით, 4-1 დაამარცხეს. ამასთან, ხობელებმა პირველ ტაიმშივე, დაიბევეს გამარჯვება, მას შემდეგ, რაც ტაიმი 2-0 მოიგეს. ანგარიში, მე-18 წუთზე, თამარ სვანიძემ გახსნა, სხვათაშორის მანვე, მეორე ტამში, 65-ე წუთზე, დუბლიც გაიფორმა. პირველ ტაიმში კი, ხობელთაგან მეორე გოლი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, ნატა კვირკვაიამ გაიტანა. კიდევ ერთი გოლი მასპინძლებმა, მეორე ტაიმის დაწყებიდან, მალევე, 53-ე წუთზე გაიტანეს. ამჯერად, თავი, შეცვლაზე შემოსულმა ვიკა კუპრეიშვილმა გაიტანა. „ნიკემ", 76-ე წუთზე ერთი პრესტიჟის გოლის გატან შესძლო. ის გამოცდილი ლელა ჭიჭინაძის ანგარიშზეა.
უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა თბილისშიც, სფფ-ს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, სადაც „კვარტალი", ქვეყნის 2021 წლის ჩემპიონ „ლანჩხუთს" დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში, ლანჩხუთელები, 100 წლის წინ რუსულ ჯარებთან ბრძოლაში დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობითი მაისურებით გამოვიდნენ სათამაშოდ. უშუალოდ შეხვედრაში კი, 1-5 გაიმარჯვეს. ანგარიში მე-10 წუთზე სოფო ნარსიამ გახსნა, 25-ე წუთზე, გურულებმა ხატია ჭყონიას გოლით ანგარიში ორამდე გაზარდეს, 30-ზე კი, თეონა თოდაძემ ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი. კიდევ რამდენიმე წუთში, „ლანჩხუთმა" კიდევ ერთი გოლი, თუმცა, საკუთარ კარში გაიტანა. მატჩის ეს მონაკვეთი 1-3 დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ხატია ჭყონიამ დუბლი გაიფორმა, მატჩის ბოლო გოლო, კი, 85-ე წუთზე ანა გობრონიძემ გაიტანა.
გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ლანჩხუთელების" შემდეგ, სატურნირო ცხრილში „კვარტალია". სეზონის ბრინჯაოს მედლებს ხობის „კოლხეთი" მიიღებს.
ქალთა ლიგის ზრდა ჯგუფის თამაშების დარჩენილი კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.
ერთი დღით ადრე, ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა ქვედა ჯგუფშიც. ამ ჯგუფის ლიდერმა, „ნორჩმა დინამომ" გასვლაზე, „გორი იუნაიტედთან" წააგო 2-0. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, გორელთაგან მეორე ტაიმში, დუბლი (53', 92') ეთერ სულაშვილმა შეასრულა. ამ გამარჯვებით, გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ფლეი-აუთისთვის თავის აცილების თეორიული შანსი შეინარჩუნეს.
ფლეი-აუთიდან თავის დასაღწევად, ბოლო ტურში, აუცილებლად მოგება სჭირდება ქუთაისის „მართვეს". იმერულმა კლუბმა, ამ ტურში, „ბათუმს" უმასპინძლა, რომელიც მომავალი სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ში იასპარეზებს. ქუთაისის „ტორპედოს" საფეხბურთო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში, მასპინძლები დომინირებდნენ და ანგარიშიც, მე-5 წუთზე, სწრაფი გოლით გახსნეს. მარიამ ხარგელიამ, 78-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. მორიგი გოლები გაიტანეს ქუთაისელთაგან ანა ჯანელიძემ (27'), ანა სინატაშვილმა (48') და ლანა გორგაძემ (87'). ბათუმელთაგან, ერთადერთი, პრესტიჟის გოლი, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, ლინა ანთიძემ გაიტანა.
ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის თამაშების დარჩენილი კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








