
საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ" საქართველოს თასი მეორედ მოიგო. საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2021 წლის ფინალში თბილისური კლუბი ქუთაისში, წყალტუბოს „სამგურალს" დაუპირისპირედა და მინიმალური ანგარიშით 0-1 გაიმარჯვა.
რამაზ შენგელიას სახელობოს სტადიონზე ბუნებრივია, რომ წყალტუბოელი ქომაგი სჭარბობდა. თუმცა, ეს „სამგურალის" თამაშს, მხოლოდ, შეხვედრის პირველი ტაიმის 40 წუთი მანძილზე დაეტყო. ამ დრომდე, თითქმის თანაბრი თამაში, მე-40 წუთიდან, „საბურთალოს" სასარგებლოდ შეიცვალა და პირველი ხიფათიც, მაქსიმე ქვილითაიას კართან შეიქმნა, როდესაც, დმიტრო მანდრიჩენკოს დარტყმული შემთხვევით არ აღმოჩნდა წაყლტუბოელთა კარში. მეორე ტაიმში, თბილისური კლუბი, „უპირატესობას" ფლობდა, რაც 65-ე წუთზე, იური ტაბატაძის გოლით დასრულდა.
ახალგაზრდა მწვრთნელის ლევან კორღალიძის შეგირდებმა, მატჩის ბოლომდე, მოახერხეს კარის შენახვა და „სათასო მწვრთნელს" სოსო ფრუიძეს, საქართველოს თასის მორიგ ჯერზე აწევის უფლება არ მისცეს.
საქართველოს თასის 2021 წლის ფინალს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა სჯიდა (მთავარი არბიტრი - ი. პშიბილი (პოლონეთი), კ. საპელა (პოლონეთი), ა. ვუიჩიკი (პოლონეთი), მათ კი, მეოთხე მსაჯის რანგში, ირაკლი კვირიკაშვილი ეხმარებოდა.
საფეხბურთო კლუბი "საბურთალოს" ფოტო





ჩვენ








