პირველი მედლები ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე
პირველი მედლები ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე
09.12.2021
ავტორი: მამუკა აფციაური

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა დღეიდან, ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაწიყო ასპარეობა და პირველივე დღეს, გუნდის ყულაბაში პირველი მედალიც მოხვდა.

ქართული გუნდიდან, რომელიც ტაშკენტში 10 ძალოსანის შემადგენლობით არის წასული პირველად ფიცარნაგზე  61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორი სპორტსმენი შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი გამოვიდნენ.


მიშველიძემ ატაცში 131 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის, ასევე მეორე იყო აკვრაში, სადაც 155 კილოგრამი დაიმორჩილა. საბოლოოდ, მიშველიძეს  ვერცხლის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 286 კილოგრამით, რაც მისთვის  კარიერაში საუკეთესო შედეგია.  2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, მიშველაძემ, საუკეთესო შედეგი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, როდესაც,  ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (საგულისხმოა, რომ შოთა მიშველიძემ  ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ატაცსა და ორჭიდის ჯამშიც ვერცხლის მედლები მოიპოვა).


რაც შეეხება რამინ შამილიშვილს, მან ტაშკენტში ორჭიდის ჯამში 267 კილოგრამით მე-7 ადგილი დაიკავა