
მარცხის მიიუხედავად, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, უბრალოდ გაირთულეს. თუმცა, ივნისის შეხვედრების დროს, როდესაც ნაკრებს ჯგუფის ბოლო 2 შეხვედრა ექება ჩასატარებელი თბილისში ავსტრიისა და სერბეთის ნაკრებებთან, გუნდთან ერთად უკვე იქნებიან თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე, ასევე გიორგი ცინცაძე (რომელსაც, იმედი გვაქვს, ამ დროისთვის ტრავმა აღარ შეაწუხებს). მანამდე კი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, ამ დროისათვის ოპტიმალური შემადგენლობით თბილისში, გადაძეძგილი სპორტის სასახლის წინ გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშში დამარცხდა.
„ძალიან რთულია, როდესაც ახალი გუნდით გიწევს თამაში. პირველ სანაკრებო ფანჯრის დროს მარკოიშვილი გვყავდა, მაგრამ ამ თამაშებზე დაგვკალდა. ავსტრიაში, დაგვიბრუნდა ცინცაძე, მაგრამ დღეს ისიც ვერ დაგვეხმარა. გარდა ამისა, არ იყო შერმადინი, შენგელია, ბურჯანაძე, სანაძე. ფაქტიურად, ახალი გუნდით მოგვიწია თამაში. მომდევნო, სანაკრებო ფანჯრის დროს იმედია, გუნდის ლიდერები დაგვიბრუნდებიან და ვეცდებით, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშები მოვიგოთ", ამბობს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსი, საქართელოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

დღეს კი, ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგ მატჩში თბილისში, გადავსებული სპორტის სასახლის წინაშე გერმანიასთან, რომელმაც ჯერ ევრობასკეტზე დაგვამარცხა და შემდეგ, მსოფლიოს შესარჩევზე, რევანშის აღება ვერ მოახერხა. ქართველმა კალათბურთელებმა 10 ქულის სხვაობით 77-87 წააგეს. შეგახსენებთ, რომ ამ შესარჩევი ციკლის საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 23 ნოემბერს, ქალაქ ქემნიცში, ბუნდეს გუნდის წარმატებით 70-79, დასრულდა.
„გასათვალისწინებელია, რომ გერმანიის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და იქ, ნაკრები მოთამაშეები თითქმის ყველა, იმ ჩემპიონატში ასპარეზობს. წლებია, ერთად არიან და შესაბამისად, შეთამაშებულები არიან. ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი ვცადეთ, მაგრამ არ გაამართლა, რადგან არ გვქონდა საკმარისი დრო მოსამზადებლად. გამოცდილების ნაკლებობამ არ მოგვცა საშუალება, ასეთი დონის გუნდთან წარმატებულად გვეთამაშა. მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ზონური პრესინგის შედეგად მესამე პერიოდის ბოლო წუთზე სამქულიანის შანსი გვქონდა და რომ ჩაგვეგდო, თანაბარი სიტუაცია იქნებოდა. უნდა ვიამაყოთ ამ ბიჭებით. მაგრამ, რეალობა ზოგჯერ სხვანაირია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ არ გამოვიდა. ზაფხულისთვის კი, ისევ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ", - ამბობს ილიას ზუროსი.
საზაფხულო სანაკრებო ფანჯარის დროს, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სერბეთთან და ავსტრიასთან მოუწევს თამაში, ტრავმირებული და ევროლიგის მოთამაშეებიც დაგვემატებიან. ამიტომ გუნდი, ორივე შეხვედრაში მოსაგებად იბრძოლებს. ამ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე, მოგეხსენებათ, ნაკრებებს პირველში ერთმანეთის ურთიერთშეხვედრებისა და ბუნებრივია ნაჩვენები სხვა შედეგიც გადაჰყვებათ. ამდენად, დარჩენილ თამაშებში თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ბუნებრივია, ეს კარგად იცოდნენ დღევანელ მატჩში, გერმანიის წინააღმდე, ჩვენი ეროვნული კალათბურთელებმაც. თუმცა, რთული თამაში, რომ ელოდათ კარგად იცოდნენ გერმანელებმაც და ამისთვის სათანადოდ მომზადებულებიც გამოვიდნენ მოედანზე. შეხვედრის სტარტზევე, მათ მოახერხეს მასპინზლებზე, პირველი ფსიქოლოგიური წნეხის მოხვევა, როცა ანგარიშში 6-13 წაიუყვანეს. თუმცა, მაიკლ დიქსონის ნასროლმა საჯარიმოებისა და მიშა ბერიშვილის ზუსტი 3-ქულიანის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე 12-13 შეამცირა.
„დღეს შესანიშნავი ქომაგბა იყო და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადრო. მიხარია, რომ საქართველოს წარმოვადგენ და მომწონს ამ გუნდთან ერთად თამაში. კარგი ორი მატჩი ჩავატარეთ, ამიტომ დასანანია, რომ გერმანიასთან, ვერ შევძელით მოგება. დღევანდელი მეტოქე კარგი გუნდია, ჰყავს ბევრი ძლიერი მოთმაშე. დღეს, კარგი გამოცდილება მივიღეთ. წავაგეთ, თუმცა წინ, ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია. ფაქტია, რომ ბიჭები თავდაუზოგავად ვარჯიშობენ და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ნაკრებს მოგებაში დაეხმარონ", - ამბობს მაიკლ დიქსონი.

პირველ მეოთხედში, საქართველოს ნაკრებს, რამდენჯერმე შეეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. ერთი ასეთი მომენტი გოგა ბითაძის 3-ქულიანის შემდეგაც იყო. თუმცა, მატჩის ეს მონაკვეთი გერმანიამ 17-27, 4 ქულით მოიგო. მეორე მეოთხედის შემდეგ კი, შესვენებაზე 13-ქულიანი სხვაობით გავიდნენ 38-51 (21-24).
„სასიამოვნოა, რომ ოთხივე გასული მატჩი მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლა გავინაღდეთ. ახლა, მთავარია, კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ძალიან რთული ბრძოლა გადავიტანეთ და შედეგით, კმაყოფილი ვარ. მეტოქე ბოლომდე არ ნებდებოდა, ანგარიშში რამდენჯერმე წამოგვეწია და მადლობა ბიჭებს, რომ მათ თამაში ბოლომდე მიიყვანეს. თბილისში გამომგზავრებამდე ვიცოდით, რომ აქ თამაში ყველას უჭირს. მართლაც სავსე დარბაზი დაგვხვდა, საოცარი ატმოსფერო იყო და გულშემატკივარმა, დიდი როლი ითამაშა", - ამბობს ჰენრიკ როდლი, გერმანიის მთავარი მწვრთნელი.

რთული სათქმელია, გულშემატკივრის ბრალია (რადგან ის კალათბურთელები, რომლებიც ამ ეტაპზე ნაკრებში თამაშობენ, ძირითადად ცარიელ დარბაზებში არიან მიჩვეული თამაშს), თუ საკუთარ თავში ნაკლები რწმენის, ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს, როდესაც ანგარიში ტაბლოზე მათ საწინააღმდეგოდ დაფიქსირდა, ნერვიულობა დაეტყოთ. მომენტებში იგრძნობოდა ურთიერთგაუგებრობა და ზედაპირული წუნი, რომელიც საერთო ჯამში, თამაშზეც აისახა. თუმცა, ამის მიუხედავად, იმ ფაქტს, რომ ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთებს, მხოლოდ უმადური და დაუნახავი თუ იტყვის.
პირველი ტაიმში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მიხეილ ბერიშვილი იყო, რომელიც, მოვლენებს წინა გავსუწრებთ და ვიტყვით, რომ მთლიანად მატჩშიც საუკეთესო იყო. ეროვნული ნაკრების დინამოემა, პირველ ტაიმში 4-დან ოთხივე ზუსტი 3-ქულიანი ჩააგდო და გუნდს 12 ქულა მოუტანა. 3 ქულით ნაკლები, 11 ქულა, ამ ტაიმის შემდეგ, დიქსონის ანგარიშზე იყო. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში, გერმანელებს ჩვენ, მხოლოდ, გამოყენებული 3-ქულიანებით ვაჯობეთ პროცენტულად.

მესამე პერიოდის დასაწყიშში ჯერ, დიქსონი 3-ქულიანუთ, შემდეგ კი მერაბ ბოქოლიშვილის ორქულიანის შემდეგ, სპორტის სასახლეში მოსულ გულშემატკიკავს იმედი მოეცა, რომ ნაკრები თამაშში გარდატეხის შეტანას მოახერხებდა, თუმცა, მალევე გოგა ბითაძემ მე-4 პერსონალური მიიღო და ზუროსი იძულებული გახდა იგი სკამზე დაესვა, უფრო საჭირო მომენტამდე. ამ დროისთვის კიდევ ერთმა მომენტმა იჩინა თავი, საქართველოს ნაკრების კალათბურთელთა ნერვიულობას, მსაჯების ქმედებებიც დაემატა. ალბათ, დაწყნარებულზე, როდესაც, დღევანდელი თამაშის გარჩევა მოხდება, მსაჯთა მიერ დაშვებული ეს შედომები, კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. თუმცა, ფაქტია, რომ შეცდომებს, მსაჯის გარეშეც, ქართველი კალათბურთელები ბევრს უშვებდნენ. ალბათ, მესამე მეოთხედიდან, განსხვავებულს, რასაც გამოვყოფდით, რევაზ ჩაჩანიძის სანაკრებო დებიუტია. რუსთაველმა კალათბურთელმა მოედანზე გამოსვლისთანავე გუნდს ზუსტი 3-ქულიანი შემატა. საბოლოოდ, ეს მონაკვეთი, ჩვენებმა 24- 18 კი მოიგეს, მხოლოდ, მატჩს საბოლოო ანგარიშში სხვაობა 7 ქულა იყო 62-69.

„ვიცოდით, გერმანია ძლიერი გუნდი იყო და ძალიან გაგვიჭირდებოდა. თუმცა, ბოლომდე ვიბრძოლეთ. თამაშის ბედი შეცდომებმა გადაწყვიტა, რომელიც დავუშვით. მიუხედავად ამისა, ბიჭებს მადლობას ვუხდი. მათ მოედანზე ყველაფერი გაიღეს. ცხადია, დიდი მადლობა ქომაგებსაც, რომელთაც სპორტის სასახლის ტრიბუნები ბოლომდე შეავსეს და მაგრად გვიქომაგეს", - ამბობს ანატოლი ბოისა.
ბოლო, მეოთხე პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 4 წუთი მოახერხა სათანადოდ დაპირისირებოდა გერმანელებს. სტუმრებმა კი, სწორედ ამ მომენტში, ქულათა იმ სხვაობის დაგროვება შესძლეს 66-78, რომელმაც საბოლოოდ, ბუნდეს გუნდს 10-ქულიანი სხვაობით, 87-77 გამარჯვება მოუტანა. შესაბამისად, გერმანიის ნაკრებმა მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება უკვე გაინაღდა.

დღევანდელ მატჩში, 26 ქულითა და 4 შედეგიანი გადაცემით, საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ დიქსონი გახდა. მიხეილ ბერიშვილმა პირველი ტაიმისაგან განსხვავებით, მეორეში მხოლოდ 3 ქულის დაგროვება მოახერხა და საბოლოოდ 15 ქულითა და 3 მოხსნით, გუნდში მეორე შედეგი აჩვენა (იხილეთ სტატისტიკა).
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ციკლში, მესამე მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში გასვლა თითქმის გარანტივებული აქვს. საკვალიფიკაციო ჯგუფიდან, სადაც საქართველოსთან და გერმანიასთან ერთად, სერბეთისა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებები არიან, მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გუნდი გადის. ახლა, ჩვენს ნაკრებს, დარჩენილი 2 თამაშიდან, მხოლოდ ავსტრიასთან სახლში, 29 ივნისს გამარჯვებაც აძლევს ხელს. ამის შემდეგ კი, ქართველი კალათბირთელები 2 ივლისს, ასევე სახლში, სერბეთს მიიღებენ, რომლებმაც დღეს, დაძაბულ ბრძოლაში ავსტრია, მინიმალური ქულათა სხვაობით, 81-82 დაამარცხეს.
იხილეთ სატურნირო ცხრილი
იხილეთ ფოტო-გალერეა






ჩვენ








