ორი ფრე მეექვეს ტურში
ორი ფრე მეექვეს ტურში
07.12.2021
ავტორი: ლაურა პაპასქუა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.


სასტარტო მატჩში ერთმანეთს გორი და ილიაუნი 2 დაუპირისპირდნენ. გორელები მთელი თამაში არ მარცხდებოდნენ და ორჯერ წინაც გავიდნენ, მაგრამ ილიაუნიმ მეორე ტაიმში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და შეხვედრა ფრედ 4-4 დასრულდა.


„სტდუდენტებმა" შეხვედრაში წონასწორობა სამჯერ აღადგინეს და საბოლოოდ ქულის აღება შეძლეს. გორელების რიგებიდან დუბლი დავით ადუაშვილმა და ომარ ცარიელაშვილმა გაიფორმეს.


ირაკლი გაბისკირია, ილიაუნი2: „გორისგან ველოდით ასეთ წინააღმდეგობას, გასულ შეხვედრებში კარგი თამაშის მიუხედავად სასურველ შედეგს ვერ იღებდნენ, კარგი გუნდია. დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ვერ გამოვიყენეთ მომენტები, რაც სპორტის ამ სახეობაში განსაკუთრებით ისჯება. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის შემადგენლობა გადახალისებულია და ჯერ კიდევ ვერ შევთამაშდით კარგად, რაც დღესაც დაგვეტყო და მეტოქემ ჩემი აზრით გამოცდილებით გვაჯობა".


დავით ადუაშვილი,გორი: „ბოლო ორი თამაშია უკეთ გამოვიყურებით. შევცვალეთ გუნდში რაღაც-რაღაცები და ამან შედეგიც გამოიღო. ბრძოლა შეგვიძლია, ეს ყველაზე კარგად გამოგვდის და ამის ხარჯზე ვაღწევთ შედეგს. ბოლო ორ თამაშში 4 ქულა ჩვენთვის ძალიან კარგია. ორი დასანანი შეცდომა დავუშვით, რის გამოც გავუშვით მეორე ტაიმში გოლები და ფრედ დასრულდა შეხვედრა. განვმეორდები, რომ ჩვენ არ გვაქვს მოსამზადებლად შესაბამისი პირობები და ამის ფონზე, მაინც ვახერხებთ ქულების აღებას".




ტურის მეორე შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი (EU),  საქართველოს უნივერსიტეტს (UG) დაუპირისპირდა. შეხვედრა, დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.  EU სეზონში პირველ მარცხთან ახლოს იყო, მაგრამ გუნდმა სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და მატჩი 5-5 დასრულდა.


UG პირველ ტაიმში წინ კომფორტული ანგარიშით გავიდა, მაგრამ საბოლოოდ უპირატესობა ორწუთიან ინტერვალში გაფლანგა და მხოლოდ, ქულის აღება შეძლო. ევროპის უნივერსიტეტის რიგებიდან საუკეთესო გიორგი ქურხული იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქთან ერთად, ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ორი შედეგიანი გადაცემით და გოლით UG-დან ნიკა ფანცულაია გამოირჩა.


ვეროპის უნივერსიტეტი მეექვსე ტურის შემდეგ კვალავ დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.


ნიკა ფანცულაია, UG: „ვიბრძოლეთ. საკმაოდ რთული თამაში იყო. მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა. ასევე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადის სამი მოთამაშე გვაკლდა სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაბამისად, ალბათ რესურსი არ გვეყო ბოლომდე მიგვეყვანა ჩვენი უპირატესობა თამაშში. ფსიქოლოგიურად დავუშვით შეცდომა, გვეგონა, უკვე მოგებული გვქონდა, როცა ეს გავიაზრეთ, გვიანი იყო".


გიორგი ქურხული, EU: „დაძაბული თამაში გამოვიდა, რომელსაც ასე თუ ისე ველოდით, იმიტომ რომ UG წინა წელთან შედარებით საკმაოდ გაძლიერებულია. ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ, როგორც წინა სეზონშიც არა ერთხელ, თუნდაც რამდენიმე ბურთიანი სხვაობაც ამოგვიფხვრია. იმედია, მოგებების სერიას ისევ დავიწყებთ და უიღბლო ფრეებს აღარ გავაგრძელებთ".


ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 დეკემბერს გაიმართება.



Sbm.ge-ს ფოტოები