ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს კახა ასანიძე ასპარეზობდა
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს კახა ასანიძე ასპარეზობდა
10.12.2021
ავტორი: მამუკა აფციაური


ტაშკენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს წარმომადგენლებმა, დღეს მხოლოდ ერთ წონით კატეგორიაში იასპარეზეს. 73 კგ წონით კატეგორიაში, ფიცარნაგზე ძალები კახა ასანიძემ სცადა. 


ლეგენდარული მამის, გიორგი ასანიძის შვილმა ატაცში 138/142/ 145 კილოგრამი  დაძლია  და მე-6 ადგილზე გავიდა.  მოგვიანებით, ასანიძემ აკვრაში, 162/168  კილოგრამს გაართვა თავი და მე-10 ადგილზე აღმოჩნდა. ორჭიდის ჯამში  კი, კახა ასანიძემ 313 კილოგრამი დააგროვა და საბოლოოდ,  მე-8 საფეხურზე გავიდა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები,  ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 10 სპორტსმენით არის წასული. გუშინ, 61კგ წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.


ხვალ და ზეგ, ქართველი ძალოსნები დაისვენებენ და 13 დეკემბრიდან, კვლავ გამოვლენ ფიცარნაგზე.


13 დეკემბერი 15:00 საათი

89 კგ - რევაზ დავითაძე

14 დეკემბერი 07:30 საათი

96 კგ - ირაკლი გობეჯიშვილი

12:00 საათი

96 კგ -  ანტონ პლესნოი

15 დეკემბერი 12:00 საათი

102 კგ - ზაზა ლომთაძე. ირაკლი ჩხეიძე

17 დეკემბერი

09:00 საათი

+109 კგ - ბაქარ თურმანიძე

15:00 საათი

+109 კგ - ლაშა ტალახაძე