
ქუთაისსა და ბათუმში, დღეს, საქართველოს სუპერლიგის მე-7 ტურის თამაშები გაიმართა. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მასპინძლებმა მატჩები დამაჯერებლად მოიგეს.
ქუთაისში, „ცხუმ-აფხაზეთმა" მხოლოდ მესამე მეოთხედში გაიბრძოლა, როცამ თამაშის ეს მონაკვეთი „ქუთასის" 15-17 მოიგო, თუმცა, ამ მესამე მეოთხედის დასაწყისისთვის კოტე ტუღუშის გუნდი, უკვე 18 ქულით იგებდა (23-19, 23-12) და როგორ ჩანს იმერლებმა, თავს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. საერთო ჯამში, გადამწყვეტი მეოთხედის წინ, სტუმრებმა მხოლოდ 2 ქულა შეამცირეს. გადამწყვეტი პერიოდი კი, „ქუთაისმა" 17 ქულის სხვაობით, 33-16 მოიგო და საბოლოოდაც, 33-ქულიანი სხვაობით, 97-64 იმარჯვა.
გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსტანტია იყო, 23 ქულით და 11 მოხსნით. იმერელთაგანმ 17-17 ქულა ჯარვის რეიმ და ადრიან ბოუიმ მიითვალეს. შედაერებით მოკრძალებული ქულებით, თუმცა, ორმაგი დუბლით, 10 ქულა და 10 პასი ოთარ ფხაკაძემ გამოიჩინა თავი. შედარებით მეტი ქულა და მოხსნა ჩაიწერა სათვალაში აკაკი დვალიშვილმა 15 ქულა და 14 მოხსნა. „ცხუმ-აფხაზეთში" 13-13 ქულით, ნიკა ჩეჩელაშვილი და ლევან მასხულია გამოირჩნენ.
***
შედარებით დაძაბულად წარიმართა შეხვედრა ბათუმში, სადაც ადგილობრივმა „ბათუმმა" „კაკტუსს" უმასპინძლა. შეხვედრის დაძაბულობაზე მატჩის მიმდინარეობაც მეტყველებს. პერიოდები 20-15, 20-20, 25-18, 18-20 ანგარიში დაფიქსირდა. „კაკტუსმა" ორ მეოთხედში, თამაშის შემოტრიალებაც სცადა, თუმცა, „ბათუმმა" მატჩის დასაწყისში მოპოვებული 12-ქულიანი უპირატესობით მატჩის მსვლელობაზე ლავირება მოახერხა და საბოლოოდ 83-73 გაიმარჯვა.
გამარჯვებულებთა შორის, 25 ქულითა და 11 მოხსნით აიზეა ტრეილორი გამოირჩა. 15 ქულა და 17 მოხსნა სოსო გოგნაძის ანგარიშზე დაგროვდა. ბექა ბექაურმა კი, შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. „კაკტუსში" 29 ქულით საუკეთესო იყო ჯორდან ფორბსი. 13 ქულა ლაშა მიქელაძის ანგარიშზეა.
მე-7 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა, ხვალ, 11 დეკემბერს თბილისსა და რუსთავში გაიმართება.





ჩვენ








