ვიდრე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური წყვილები გაირკვევა
ვიდრე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური წყვილები გაირკვევა
11.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორშაბათს, 13 დეკემბერს, ნიონში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის გათამაშების ყველაზე დამაინტრიგებელი ეტაპის წილისყრა გაიმართება. ახალი წლის შემდეგ, 2-რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, 28 მაისამდე, მხოლოდ 2 გუნდი მიაღწევს და ლიგის ფინალში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.

უეფა-მ, ჯგუფური ეტაპების შემდეგ, უკვე გააკეთა განთესილი და განუთესავი გუნდები ჯგუფები. შესაბამისად, ჯგუფების გამარჯვებულები განთესილთა კალათში მოხვდნენ, მეორე ადგილოსნები კი, განუთესავებში.



განთესილი გუნდები



განუთესავი გუნდები


„აიაქსი" (ნიდერლანდები)

„ბაიერნი" (გერმანია)

„იუვენტუსი" (იტალია)

„ლივერპული" (ინგლისი)

„ლილი" (საფრანგეთი)

„მანჩესტერ სითი" (ინგლისი)

„მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)

„რეალი" (ესპანეთი)



„ატლეტიკო" (ესპანეთი)

„ბენფიკა" (პორტუგალია)

„ჩელსი" (ინგლისი)

„ინტერი" (იტალია)

პსჟ (საფრანგეთი)

„ზალცბურგი" (ავსტრია)

„სპორტინგი" (პორტუგალია)

„ვილიარეალი" (ესპანეთი)


ისევე, როგორც ჯგუფური ეტაპისას, ამჯერადაც ერთი და იგივი ქვეყნის გუნდები 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში არ შეხვედებიან ერთმანეთს. ამასთან განთესილი გუნდები სახლში, საპასუხო შეხვედერებს ჩაატარებენ.


უეფა-ს მიერ გამოქვეყნებული სავარაუდო კალენდრით, 1/8 ფინალის პირველი პირველი რაუნდის მატჩები 2022 წლის  15/16/22/ 23 თებერვალს გაიმართება, საპასუხოები კი, 8/9/15/16 მარტს.


18 მარტს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 1/4, 1/2 და ფინალის წილისყრა გაიმართება.


რა შეიცვალა ევრუპული საკლუბო ტურნირის წინა სეზონის გათამაშების წესებიდან? ალბათ ის, რომ ისევე როგორც უეფა-ს ევროტურნირების მიმდინარე ტურნირზე, ახლაც გუნდებისთვის სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გაუქმებულია. შესაბამისად, დამატებითი დრო დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ 180 წუთის (ორი თამაში) შემდეგ, გოლების რაოდენობა, გუნდებს, თანაბარი ექნებათ. ამის შემდეგ, თუ კვლავ თანაბარი იქნება თანაფარდობა, დაინიშნება 11-მეტრიანები.


ეს რაც იქნება უკვე იქით, წელს. თუმცა, მანამდე, უეფა-მ ჯგუფური ეტაპის დაწყების შემდეგ, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, გემახსოვრებათ, რომ საქმე გაიმარტივა და გათამაშების ოფიციალური პარტნიორის PlayStation-ის დახმარებით, ყოველი სათამაშო დღის ბოლოს ეგრევე ავლენდა მატჩის საუკეთესო მოთამაშეებს.


მატჩის დღე 1

 

„ბარსელონა- „ბაიერნი" 0-3  / რობერტ ლევანდოვსკი

„დინამო კიევი" - „ბენფიკა" 0-0 / ნიკოლას ოტამენდი

„იანგ ბოიზი" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 / კრისტიან ფასნახტი

„ვილიარეალი" - „ატალანტა" 2-2 / დანი პარეხო

„სევილია" - „ზალცბურგი" 1-1 / ქარიმ ადეიემი

„ლილი" - „ვოლფსბურგი" 0-0  / ჯონათან დევიდი

„ჩელსი" - „ზენიტი" 1-0 / რომელუ ლუკაკუ

„მაჩესტერ სითი" - „ლაიპციგი"  6-3 / კრისტოფერ ნკუნკუ

„ბრიუგე" - „პსჟ" 1-1 / ნოა ლანგი

„ატლეტიკო" - „პორტუ" 0-0 / ჟოფრი კონდოგბია

„ლივერპული"  - „მილანი" 3-2 / ჯორდან ჰენდერსონი

„ბეშიქთაში" - „ბორუსია" დორტმუნდი  1-2 / ჯუდ ბელინგემი

„სპორტინგი" - „აიაქსი" 1-5 / სებასტიან ალე

„შერიფი" - „შახტარი" 2-0 / კრისტიანო

„ინტერი" - „რეალი" 0-1 / მარცელო ბროზოვიჩი

მალმე" - „იუვენტუსი" 0-3 /  პაულო დიბალა


მატჩის დღე 2

 

„პსჟ" - „მანჩესტერ სითი" 2-0 / იდრისა გეიე

„ლაიპიციგი" - „ბრიუგე"  1-2 / ჰანს ვანაკენი

„მილანი" - „ატლეტიკო"  1-2 / ანტუან გრიზმანი

„პორტო" - „ლივერპული" 1-5 / მოჰამედ სალაჰი

„აიაქსი" - „ბეშიქთაში" 2-0  / დუშან ტადიჩი

„ბორუსია" დორტმუნდი - „სპორტინგი" 1-0 / დონიელ მალენი

„შახტარი" - „ინტერი" 0-0 / მილან შკრინიარი

„რეალი" - „შერიფი" 1-2  / გიორგოს ათანასიადისი

„ბაიერნი" - „დინამო კიევი"  5-0 / ლეროი სანე

„ბენფიკა" - „ბარსელონა" 3-0 / დარვინ ნუნიესი

„ატალანტა" - „იანგ ბოიზი"  1-0 / დუვან ზაპატა

„მანჩესტერ იუნაიტედი" - „ვილიარეალი" 2-1 / არნო დანჯუმა

„ზალცბურგი" - „ლილი"  2-1 / კარიმ ადეიემი

„ვოლფსბურგი" - „სევილია" 1-1 / რენატო შტეფენ

„ზენიტი" - „მალმო" 4-0 / მალკომი

„იუვენტისი" - „ჩელსი"  1-0 / ფედერიკო კიეზა


მატჩის დღე 3

 

„ბრიუგე" - „მანჩესტერ სითი" 1-5  / ჟუან კანსელუ

პსჟ - „ლაიპციგი" 3-2 / კილიან მბაპე

„ატლეტიკო" - „ლივერპული"  2-3 / ალისონ ბეკერი

„პორტო" - „მილანი"  1-0 / მეხდი ტერემი

„ბეშიქთაში" - „სპორტინგი" 1-4  / სებასტიან კოატესი

„აიაქსი" - „ბორუსია დორტმუნდი" 4-0  / დეილი ბლინდი

„შახტარი" - „რეალი" 0-5 / ქარიმ ბენზემა

„ინტერი" - „შერიფი"  3-1 / მარცელო ბროზოვიჩი

„ბარსელონა" - „დინამო კიევი"  1-0 / ჟორდი ალბა

„ბენფიკა" - „ბაიერნი" 0-4 / კინგსლი კომანი

„იანგ ბოიზი" - „ვილიარეალი"  1-4  / ჯერონიმო რული

„მანჩესტერ იუნაიტედი" - „ატალანტა" 3-2 / ბრუნო ფერნანდესი

„ზალცბურგი" - „ვოლფსბურგი" 3-1 / ოკაფორ ნოა

„ლილი" - „სევლია" 0-0 / ლუკას ოკამპოს

„ჩელსი" - „მალმო" 4-0  / ჟორჟინიო

„ზენიტი" - „იუვენტუსი" 0-1 / ლეონარდო ბონუჩი


მატჩის დღე 4

 

 „დინამო კიევი" - „ბარსელონა" 0-1 / ანსუ ფატი

„ბაიერნი" - „ბენფიკა" 5-2 / რობერტ ლევანდოვსკი

„ვილიარეალი" - „იან ბოიზი" 2-0  / დანიელ პარეხო

„ატალანტა" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 2-2 / ქრისტიანუ რონალდუ

„ვოლფსბურგი" -„ზალცბურგი"  2-1 / ბაკუ ბოტე

„სევილია" - „ლილი"  1-2 /  ჟონატან იკონე

„მალმო"  - „ჩელსი" 0-1 /  ჟორჟინიო

„იუვენტუსი"  - „ზენიტი" 4-2 / პაულო დიბალა

„მანჩესტერ სითი"  - „ბრუგე" / ფილ ფოდენი

„ლაიფციგი"  - პსჟ 2-2 / კრისტოფერ ნკუნკუ

„მილანი" - „პორტო" 1-1 / ლუის დიასი

„ლივერპული" - „ატლეტიკო" 2-0  / დიოგუ ჟოტა

„სპორტინგი" - „ბეშიქთაში" 4-0 / პედრუ გონსალვეში

„დორტმუნდი" - „აიაქსი" 1-3  / ენტონი

„რეალი"  - „შახტარი"  2-1 / ქარიმ ბენზემა

„შერიფი" - „ინტერი" 1-3 /  მარცელო ბროზოვიჩი


მატჩის დღე 5

 

„დინამო კიევი" - „ბაიერნი"  1-2  / ალფონსო დეივისი

„ბარსელონა"  - „ბენფიკა" 0-0 / ნიკოლას ოტამენდი

„იანგ ბოიზი"  - „ატალანტა"  3-3 / სილვან ჰეფტი

„ვილიარეალი" -  „მანჩესტერ იუნაიტედი"  0-2 / კრიშტიანუ რონალდუ

„ლილი" - „ზალცბურგი"  1-0 / ჟოზე ფონტე

„სევილია" -  „ვოლფსბურგი"   2-0 / ჟოან ჟორდანი

„მალმო" - „ზენიტი" 1-1 / სორენ რეიკსი

„ჩელსი" - „იუვენტისი"   4-0 / ტრევო ჩალობა

„მანჩესტერ სითი"  - „პსჟ" -2-1 / ბერნანდო სილვა

„ბრიუგე" - „ლაიპიციგი"   0-5 / ემილ ფორსბერგი

„ატლეტიკო"  -  „მილანი"  0-1  / ფრანკ კესიე

„ლივერპული" - „პორტო"   2-0 / ტიაგო ალკანტარა

„ბეშიქთაში"-  „აიაქსი"   1-2 / სებასტიან ალე

„სპორტინგი" - „ბორუსია" დორტმუნდი  3-1 / პედრუ გონსალვეში

„ინტერი" -  „შახტარი"   2-0  / ედინ ჯეკო

„შერიფი" - „რეალი"  0-3 / ტონი კროოსი


მატჩის დღე 6

 

პსჟ  - „ბრიუგე"  4-1 / კილიან მბაპე

„ლაიფციგი" - „მანჩესტერ სითი" 2-1 / კონრად ლაიმერი

„პორტუ" -  „ატლეტიკო"  1-3   / ანტუან გრიზმანი

„მილანი" -  „ლივერპული"  1-2  / დივოკ ორიგი

„ბორუსია" დორტმუნდი   - „ბეშიქთაში" 5-0 / ჯუდ ბელინგემი

„აიაქსი" -  „სპორტინგი" 4-2   / სტივენ ბერგეისი

„შახტარი" - „შერიფი"  1-1   / ანტონიო მარკოსი

„რეალი"  - „ინტერი" 2-0 / ლუკა მოდრიჩი

„იუვენტუსი" - „მალმე" 1-0   /  მოიზ კინი

„ბაიერნი" - „ბარსელონა" 3-0  / ლეროი სანე

„ბენფიკა" - „დინამო კიევი"  2-0 / ჟუან მარიუ

„მანჩესტერ იუნაიტედი" - „იანგ ბოიზი" 1-1 / მუმი ნგამალიო

„ატალანტა" - „ვილიარეალი" 2-3 / არნო გრუნეველდი

„ზალცბურგი" - „სევილია" 1-0  / ნოა ოკაფორი

„ვოლფსბურგი" - „ლილი" 1-3 /  ჯონათან იკონე

„ზენიტი" - „ჩელსი" 3-3 / ტიმო ვერნერი






სეზონი პირველი პოკერიც შესრულდა. „აიაქსში" მოთამაშე 27 წლის სებასტიან ალემ 2', 9', 51', 63'-ე წუთზებზე, „სპორტინგის" კარში, 4 ბურთი გაიტანა. ჯგუფური ეტაპის შემდეგაც სოწრეს ის უდგას ბომბარდირთა სიას სათავეში 10 გატანლი გოლით.

9 გოლი - რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი")

7 გოლი - მოჰამედ სალაჰი („ლივერპული")

7 გოლი - კრისტოფერ ნკუნკუ („ლაიფციგი")

6 გოლი - კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი"

5  გოლი - ლეროი სანე („ბაიერნი")

5  გოლი - კარიმ ბენზემა („რეალი")

5  გოლი - ლეონელ მესი (პსჟ)

5 გოლი - რიად მაჰრეზი („მანჩესტერ სითი")

4 გოლი - კილიან მბაპე (პსჟ)

4 გოლი - პედრუ გონსალვეში („სპორტინგი")

4 გოლი - არნო დანჯუმა („ვილეარეალი")

4 გოლი - ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო")




ფოტო: @UEFA via Getty Images