
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტია. თანამეროვე ქართული კალათბურთის ერთ-ერთი თვითმყოფადი სახე, დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართულ საერთო საარჩევნო კრება ფედერაციის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს.
ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ფედერაიციის სათავეში საკმაოდ გადატვირთულ პერიოდში მოდის. მოგეხსენებათ, 2022 წელს თბილისმა, ევრობასკეტ 2022 წლის ჯგუფურ ეტაპს უნდა უმასპინძლოს. საარჩევნო კრებამდე, რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ფიბა-ს წარმომადგენლებმა, ტურნირის მასპიძნელი საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპებზე შეშფოთება გამოთქვეს, სანიკიძესაც, ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ამპლუაში, უპირველესად ამ დარბაზის დასრულება და შემდეგ, ევრობასკეტის სათანადოდ მასპინძლობა დაევალა. ვინაიდან, სიტყვამ ახალი საკალათბურთო დარბაზი მოიტანა, წინასაარჩევნო პერიოდში სანიკიძის ნათქვამს დავესესხებით და შეგახსენებთ, რომ დარბაზის მშენებლობის დასრულებისთვის, 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, ძველმა, პაატა გურასპაულმა, განვლილ 4 წელში ჩატარებული მუშაობა შეაჯამა. ვიქტორ სანიკიძეს, რომელიც საარჩევნო კრებისას, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო საერთო საარჩევნო კრების სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრების 39-ვე დელეგატმა დაუჭირა მხარი და არჩევნებშიც, 100%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.
საერთო საარჩევნო კრების დღის წესრიგით, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა წარადგინა. მომდევნო 4 წლის მანძილზე, ვიქტორ სანიკიძესთან ერთად, გამგეობაში ლაშა გამყრელიძე, ოთარ ფაიქრიძე, გიორგი მარხვაშვილი, გიორგი ამილახვარი, დავით თორთლაძე, პაატა გურსპაული, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, პაატა ლობჟანიძე, ზვიად კოტრიკაძე და მიხეილ გაბრიჩიძე იმუშავებენ.
უახლოეს დღეებში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს აირჩევს.





ჩვენ








